კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის - პრეზენტაცია

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 27 სექტემბერი 2021

დღეს, სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციებმა ჩამოაყალიბეს “კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის.” კოალიციის მთავარი მიზანი საზოგადოებაში დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული საფრთხეების საპასუხოდ საერთო ეროვნული და საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბებაა. აღნიშნულს  განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ არჩევნების დროს ენიჭება, როდესაც ამომრჩევლებმა ინფორმირებული არჩევანი უნდა გააკეთონ.

 

კოალიცია ეფუძნება დემოკრატიულ ღირებულებებს, თავისუფლების, თანასწორობის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებს. კოალიცია მზადაა იმუშაოს ყველასთან, ვინც აღნიშნულ ღირებულებებს იზიარებს, იაზრებს დეზინფორმაციის დამაზიანებელ საფრთხეებს და მზადაა ქვეყნის ეროვნულ და საზოგადოებრივ გაძლიერებაში წვლილი შეიტანოს. მათ შორის, კოალიცია მზად არის ითანამშრომლოს ფართო საზოგადოებასთან, სამოქალაქო სექტორთან, მედიასთან, აქტივისტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

 

კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება:

 

- დეზინფორმაციის წყაროების, აქტორებისა და გზავნილების რეგულარული მონიტორინგი, კვლევა და საპასუხო ქმედებების განხორციელება;

 

- კვლევისა და ადვოკატირების გზით სახელმწიფო პოლიტიკისა და საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესება;

 

- საზოგადოებაში მედიაწიგნიერების დონის ზრდის ხელშეწყობა და საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ გაარჩიონ ფაქტები დეზინფორმაციისგან;

 

- მედიასთან თანამშრომლობა დეზინფორმაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების ზუსტი, სარწმუნო და ინკლუზიური გაშუქების უზრუნველყოფის მიზნით;

 

- აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომელიც მოიცავს დიპლომატებს, საერთაშორისო და კვლევით ორგანიზაციებს, ექსპერტებს, მკვლევრებს, მედია ორგანიზაციებს და სოციალური მედიის პლატფორმებს.

 

- საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა დეზინფორმაციის კვლევების პოპულარიზაციისა და დეზინფორმაციის შესახებ სიღრმისეული აკადემიური კვლევების წახალისების მიზნით.

  

დეზინფორმაცია და ანტიდასავლური პროპაგანდა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ზრდის მოქალაქეთა პოლარიზაციას და საზოგადოებრივ პროცესებზე მავნე ზეგავლენით ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეფერხებას ცდილობს. დეზინფორმაციის საზიანო შედეგები განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც მისი სამიზნე არჩევნები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე სხვა პოლიტიკური პროცესები ხდება. აღნიშნული საფრთხეების პირისპირ, საჭიროა საზოგადოების ერთიანი და შეთანხმებული მიდგომის განვითარება, რომელიც მოქალაქეთა სანდო ინფორმაციაზე წვდომას და მათ მავნე დეზინფორმაციისგან დაცვას უზრუნველყოფს.

 

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში კოალიციის წევრი ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებიან საინფორმაციო გარემოს. გამოვლენილ დეზინფორმაციაზე სწრაფი და კოორდინირებული ქმედებით კოალიცია ეცდება საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ აზრზე დეზინფორმაციის მავნე ზემოქმედების შემცირებასა და საინფორმაციო გარემოს გაჯანსაღებაში.

 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), iFact, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024