IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 მარტი 2023

2023 წლის 22-24 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექცია „საბჭოთა ოკუპაცია და მისი შედეგები საქართველოს მეხსიერებაში“ და “რადიო თავისუფლების” ფილმის “დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში” ჩვენება გამართა.

 

22 თებერვალს შეხვედრა გაიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის N8 საჯარო სკოლაში. საჯარო ლექციისა და ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ გამართული დისკუსიისას, სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს ოკუპაციისა და რეპრესიების საკითხთან დაკავშირებით ხაშურის გამოცდილება და ისტორია გააცნეს. 

 

23 თებერვალს საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გაიმართა თბილისში, ათასწლეულის სკოლაში. აღსანიშნავია, რომ დისკუსიის პროცესში, მოსწავლეებთან ერთად, ჩართულები იყვნენ სკოლის პედაგოგებიც და არაერთი საინტერესო ისტორია და კითხვა გაჟღერდა.

 

24 თებერვალს ღონისძიებები გაგრძელდა საერთაშორისო ქართულ სკოლაში (IGS), სადაც შეხვედრის დასასრულს წარიმართა აქტიური დისკუსია საპრეზენტაციო თემის ირგვლივ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ღია ლექციის - „საბჭოთა ოკუპაცია და მისი შედეგები საქართველოს მეხსიერებაში“ ფარგლებში, ისაუბრა 70-წლიანი ოკუპაციის გამომწვევ მიზეზებსა და მიმდინარეობაზე. ყურადღება გაამახვილა, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ განხორციელებულ მასობრივ რეპრესიებზე. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. 

საჯარო ლექციის შემდეგ „რადიო თავისუფლების“ ფილმის „დახვრეტილთა სასაფლაო ბათუმში“ ჩვენება გაიმართა. ფილმში ასახულია ბათუმში, კერძოდ კი, ხელვაჩაურში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნაპოვნი N6 სამარხის გახსნის პროცედურები, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) მიერ განხორციელებული სამუშაოები და ერთ-ერთი რეპრესირებულის შვილის ისტორია, რომელიც იმედოვნებს, რომ მომავალში მოიძებნება საშუალება, რათა მისი დნმ მასალა შედარდეს N6 სამარხში აღმოჩენილ 29 ადამიანის დნმ-თან.

 

ასევე,24 თებერვალს გაიმართა ბათუმის ამერიკული კუთხის (American Corner Batumi) ორგანიზებული ჰიბრიდული ღონისძიება "საბჭოთა კოლონიალიზმი და ადამიანის უფლებები", რომლის ფარგლებშიც, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტუტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ საბჭოთა საქართველოს ისტორია განიხილა.

 

საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ შეხვედრებს ესწრებოდა 200-მდე სკოლის მოსწავლე, პედაგოგი და სხვა დაინტერესებული მოქალაქე.

 

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024