საქართველოს პარლამენტმა საჯარო შესყიდვების შესახებ ახალი კანონი მიიღო

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 თებერვალი 2023

10 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ახალი კანონი საჯარო შესყიდვების შესახებ. კანონპროექტი მოამზადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან აპროქსიმაციის მიზნით. მიღებული კანონი მიზნად ისახავს საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი სახრების ეფექტიანად და სამართლიანად ხარჯვის უზრუნველყოფას, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, და მდგრადი განვითარების კუთხით საჯარო შესყიდვების გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით წარმართვას.

 

IDFI-მ 2022 წელს მოამზადა კანონპროექტის პირველი რედაქციის ანალიზი, რომელშიც განხილული იყო წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და მათი შესაბამისობა საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებთან და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის მიერ წლების განმავლობაში გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით. კანონპროექტში მესამე მოსმენით მიღებამდე არსებითი ცვლილებები ტექსტში არ შესულა, შესაბამისად აღნიშნული ანალიზი ამ დროისთვის აქტუალური რჩება.

 

IDFI-ს შეფასებით, ახალი კანონი მეტწილად პასუხობს აპროქსიმაციის კუთხით წამოწეულ გამოწვევას, და ცვლილებების დიდი რაოდენობა პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. აღსანიშნავია ქვეკონტრაქტორების ცნების შემოტანა და დარეგულირება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კორუფციის რისკებს. ასევე მისასალმებელია ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების დეტალური ჩამონათვალი, და ცნების აღნიშნულ ქვეკონტრაქტორებზე გავრცელება.

 

ახალი კანონპროექტი ასევე მკაფიოდ განსაზღვრავს დავების საბჭოს წევრთა დანიშვნისა და ვადაზე ადრე გათავისუფლების წესებს, რაც წლების განმავლობაში იყო IDFI-ს ერთ-ერთი რეკომენდაცია შესყიდვების სფეროში. მაგალითად, 2020 წელს ორგანიზაციის მიერ მომზადებულ იმდროინდელი საბჭოს მიმოხილვაში აღინიშნებოდა, რომ მნიშვნელოვანი იყო დანიშვნისა და გათავისუფლების დეტალური წესების გაწერა არა კანონქვემდებარე აქტში, არამედ კანონში; წევრების უფლებამოსილების ვადების გაზრდა და მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ამაღლება; ასევე, სხვა წინადადებები, რომელთა მთავარ მიზანს საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა წარმოადგენდა. ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით, ახალ კანონში დავების საბჭოს ნაწილში წარდგენილი ცვლილებები მისასალმებელია.

 

მიუხედავად ამისა, დარჩენილია რამდენიმე გარემოება, რომელიც ზღუდავს ახალი კანონის ეფექტურობას. მაგალითად, IDFI-ის 2021 წლის გამჭვირვალე სახელწიფო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის შეფასების მიხედვით, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, პრობლემად რჩებოდა გამარტივებული შესყიდვების განხორციელებისთვის შესაძლო გამონაკლისების რაოდენობა. მიღებული კანონი არა თუ არ ჭრის ამ პრობლემას, არამედ ამატებს შემთხვევების სიას, რომლის დროსაც დასაშვებია წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის გამოყენება.

 

კანონში ამჟამად საკმაოდ ზოგადად არის განსაზღვრული შესყიდვების შეცვლილი პროცედურები და ინსტრუმენტები. მათი დაზუსტება მომავალში მოხდება კანონქვემდებარე აქტებით. მათი მიღების შემდგომ IDFI მოამზადებს ამ კანონქვემდებარე აქტებით შემოტანილი ცვლილებების ანალიზს. მაგალითისთვის, კანონპროექტის პარლამენტში განხილვის  დროს აღინიშნა, რომ ბაზრის კვლევის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული, რის შესახებაც კანონპროექტში ჩანაწერი არ არის, თუმცა არის მითითება, რომ სააგენტოს ბრძანებით დარეგულირდება ჩატარების პროცედურა, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ აღნიშნულ კანონქვემდებარე აქტში დაზუსტდება შესაბამისი წესი.

 

კანონის ძალაში შესვლის შემდგომ დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და სისტემის ხელახლა შეფასება IDFI-ს გამჭვირვალე სახელწიფო შესყიდვების რეიტინგის (TPPR) ფარგლებში. წარსულში საქართველოსაკმაოდ მაღალი შეფასებით გამოირჩეოდა რეიტინგში, სადაც ის არსებული მდგომარეობით მესამე ადგილს იკავებს, უკრაინასა და მოლდოვას შემდეგ, თუმცა სიტუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს TPPR-ის რეიტინგის 2023 წლის მდგომარეობით განახლების შემდგომ. ამ მხრივ საინტერესო იქნება თუ რამდენ ქულას დააგროვებს საქართველო ახალი კანონით.

 

მიღებული კანონის უფრო ვრცლად ანალიზს შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.  

 

/public/upload/Analysis/the_draft_law_on_public_procurement.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022