მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნა ევროპული ინტეგრაციის პროცესს აზიანებს

განცხადებები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 29 ივნისი 2022

 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად და დამაზიანებლად მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს სასამართლო სისტემაში არსებულ შიდა გავლენების და კლანურობის პრობლემას, ფუნდამენტურად არყევს საზოგადოების ნდობას სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს. 

 

მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 29 მაისს ამოეწურა. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად, ივნისის თვეში საბჭოს სხდომა რამდენჯერმე ჩაინიშნა, თუმცა ამ დრომდე, ყველა მათგანი გაურკვეველი მიზეზებით უქმდებოდა. საბოლოოდ, 27 ივნისის სხდომაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ჩინჩალაძის მეორე ვადით დანიშვნას სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. 

 

სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია საუბრობს სასამართლო სისტემაში არსებული მთავარი გამოწვევის - მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის არსებობაზე, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა სწორედ მიხეილ ჩინჩალაძეა. აღნიშნულ გამოწვევაზე და საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისას ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების საჭიროებაზე მიუთითებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. თუმცა მმართველი პარტია სასამართლო სისტემაში არსებული კორპორატივიზმის პრობლემას კვლავ არ აღიარებს. მეტიც, კანონმდებლობაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიები, სწორედ ამ მანკიერი პრაქტიკის და სასამართლოს გავლენიანი პირების ძალაუფლების შენარჩუნებას უწყობს ხელს. 

 

მიმდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით, ერთ-ერთ საკვანძო წინაპირობა „სრულად და რეალურად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი“ სასამართლოს შექმნაა. ევროკომისიის რეკომენდაციები პირდაპირ მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის საჭიროებაზე. ამასთან, აუცილებელია, რეფორმა ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ კონსულტაციებს დაეფუძნოს. ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ მიღებული რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად,  ხელისუფლების და, მათ შორის სასამართლოს, ძალისხმევა მიმართულია არსებული გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლების გაძლიერებისკენ. 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს:

 

- აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე ვითარება და ფუნდამენტური რეფორმის საჭიროება;

 

- დროულად დაიწყოს ევროკომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024