რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების გავლენა საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 27 მაისი 2015

19 მაისს IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია რუსეთის ფედერაციიდან ფულადი გზავნილების გავლენა საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე არაერთმა მედია საშუალებამ გააშუქა.


IDFI-ს ანალიტიკოსი გოგა თუშურაშვილი და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი სტუმრად იყვნენ მიწვეულნი ბიზნეს კონტაქტში. მათ ისაუბრეს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, გადმორიცხვების შემცირება შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.


„რუსეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა 2014 წელს 709.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საერთო ფულადი გზავნილების დაახლოებით 49%-ს შეადგენს.“ წერს IDFI-ზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო IPN.

 

IDFI-ს სტატიაში აღნიშნული აქვს, რომ რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე გავლენას ახდენს, რაზეც ყურადღება გაამახვილა ლიბერალმა საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთის დიდი გავლენა საინტერესო აღმოჩნდა Netgazeti.ge-სთვისაც.

 

ორგანზიაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ვრცლად და ამომწურავად გააშუქა GuriaNews-მა.


სტატია, სათაურით რუსეთიდან ფულადი გზავნილები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას აღემატება გამოაქვეყნა INFO9-მ, ხოლო ონლაინ გამოცემა მედიანიუსმა IDFI-ს მონაცემები მოკლედ გამოაქვეყნა თავის ვებ-გვერდზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024