IDFI-ის თანამშრომლებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა

სიახლეები | სტატია 5 აგვისტო 2021

30 ივლისიდან და 1-ლი აგვისტოს ჩათვლით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომლებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის ფარგლებში IDFI-ის მიმართულების ხელმძღვანელებმა დაგეგმეს სამუშაო წელი და დეტალურად განიხილეს განსახორციელებელი აქტივობები. ასევე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისთვის წარადგინეს ანგარიში, რომელიც ორგანიზაციის მიერ 2020 წელს მიღწეულ შედეგებს მოიცავდა შემდეგ მიმართულებებში: ღია მმართველობა, მედია და გამოხატვის თავისუფლება, ინტერნეტი და ინოვაციები, ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა, მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევები, ადგილობრივი მმართველობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.


წინა წლების მსგავსად, 2020-2021 წლებშიც, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საქმიანობა მიმართული იყო მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების, მონიტორინგისა და ადვოკატირების გზით დემოკრატიისა და კარგი მმართველობის წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრისკენ. კერძოდ, IDFI ხელს უწყობდა საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის გაუმჯობესებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის გაზრდას, კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტების მიღწევას, ინკლუზიური ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, დემოკრატიული დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების დაცვას.


Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვისაც მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. პანდემიის დასაწყისიდან - დღემდე IDFI კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მობილიზებული თანხების და მის ფარგლებში გაწეული ხარჯების მონიტორინგს ახორციელებს. ამასთან, შეისწავლის ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებსა და კოვიდ-19 თან დაკავშირებულ რეგულაციებს. ასევე, IDFI იკვლევდა პანდემიით განპირობებულ იმ ძირითად გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში ღია მმართველობის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის, კანონის უზენაესობის, დეზინფორმაციის, მედიასა და ინოვაციების კუთხით არსებობდა.


IDFI-ის საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით IDFI-ის ანგარიშებში და სტრატეგიულ მიღწევებში.

 

 

 

სამუშაო შეხვედრა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ორგანიზაციული მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024