ანტონ ვაჭარაძე

a.vacharadze@idfi.ge

+99532 2 921514

ანტონ ვაჭარაძე

მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი

ანტონ ვაჭარაძე ხელმძღვანელობს მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულებას. ის IDFI-ის გუნდს 2017 წლიდან შეუერთდა და პირველი პროექტი, რომელსაც ის კოორდინირებას უწევდა, იყო - „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“.

 

ანტონ ვაჭარაძე განათლებით ისტორიკოსია, მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის სამეცნიერო ხარისხები.

 

ანტონ ვაჭარაძე 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში. 2012-2017 წლებში ეკავა საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორის თანამდებობა. ამ პერიოდში ის მონაწილეობდა არქივის და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ პროექტებში: მათ შორის არაერთი პროექტი ეხებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიისა და წყაროების შესწავლას, აგრეთვე ამ პერიოდის პოპულარიზაციას სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის. მისი მონაწილეობით განხორციელებული პროექტებიდან სამი მოიცავდა აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტების შესწავლას და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

 

ანტონ ვაჭარაძე არის რამდენიმე სტატიის ავტორი მეხსიერების და ისტორიის მიმართულებით. მისი რედაქტორობით გამოიცა სამეცნიერო-პოპულარული წიგნები.

ანტონ ვაჭარაძე (ის) პუბლიკაციები

პირველი წინა 1 2 3 ბოლო