1930-იანი წლების რეპრესიების ასახვა თანამედროვე საქართველოს სასკოლო სახელმძღვანელოებში

სიახლეები | კვლევები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 დეკემბერი 2022

1930-იან წლებში და განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში განხორციელებული “დიდი ტერორის” ეპოქა საქართველოს, როგორც სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიაში, განსაკუთრებული მნიშვნელობის ტრავმული პერიოდია.

ეპოქა, რომლის მთავარი შემოქმედიც საქართველოში დაბადებული იოსებ სტალინი იყო, გამოირჩეოდა რეჟიმისთვის დამახასიათებელი სისასტიკით. ამგვარი რეჟიმის არქიტექტორის მთავარ მიზანს, პოლიტიკური ოპოზიციის სრულად მოსპობით, განსხვავებული აზრის ჩახშობით, საზოგადოებაში შიშისა და ტერორის დანერგვის გზით, საზოგადოების საბოლოო დამორჩილება წარმოადგენდა.

 

საქართველოში სხვა დამაბრკოლებელ პრობლემებთან ერთად, არქივების ნაკლები ღიაობის, 1990-იანი წლებში მიმდინარე მოვლენებისა თუ დაბალი სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის შედეგად, აღნიშნული ეპოქა სრულად ჯერაც არ არის შესწავლილი და გააზრებული. ამ ყველაფერს თან ერთვის, საქართველოს შსს არქივის ოფიციალური ცნობით, ყოფილი უშიშროების (საბჭოთა საქართველოს КГБ) არქივში მომხდარი ხანძარი, რომელსაც დოკუმენტების, საშუალოდ, 80% შეეწირა.

 

აღნიშნული კვლევა მიმოიხილავს 1930-იანი წლების “დიდი ტერორის” შესახებ სწავლების დინამიკას, საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდიდან გამოცემული და სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების საშუალებით. განვიხილავთ ეპოქის შესწავლის ტენდენციებს, მისთვის დათმობილ დროს, პიროვნებების (როგორც მსხვერპლების, ასევე ჯალათების) მონაწილეობისა და როლის წარმოჩენას სახელმძღვანელოებში. ანალიზი ასევე შეეხება ქართული, ისევე როგორც საერთაშორისო სამეცნიერო სიახლეების ასახვის ტენდენციებს სახელმძღვანელოებში.

 

1990-იანი წლებიდან ამ ეპოქის გადააზრება პოსტსაბჭოთა სივრცეში განსხვავებულად წარიმართა: ზოგიერთ ქვეყანაში საარქივო ღიაობის მიღწევითა და დამკვიდრებით, ლუსტრაციის კანონის მიღებითა და დეკომუნიზაციის სწრაფად წარმართვის შემდეგ, ეპოქის შესახებ მრავალი სამეცნიერო მასალა დაგროვდა და მოვლენები გაანალიზდა. გარდამავალი მართლმსაჯულება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნებში შედგა და მოვლენები თუ მასში მონაწილე პიროვნებების როლი სათანადოდ შეფასდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია კრიტიკულად გაანალიზდეს ისტორიულ ნარატივში აღნიშნული პერიოდის ინტერპრეტაცია, ვინაიდან სწორედ ისტორიის კრიტიკული გადაფასების შედეგად არის შესაძლებელი წარსული გამოცდილებიდან ნიუანსური ცოდნის თანამედროვეობაში ინკორპორირება.

 

 

/public/upload/Analysis/1930-represiebi.pdf

 

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024