თავდაცვის მინისტრის ხელფასი დანამატებიანად თვეში 10 530 ლარია

IDFI მედიაში 17 მაისი 2014

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები, ხელფასის გარდა, იღებენ საკლასო ჩინის, საიდუმლოს და სტაჟის დანამატებს. სწორედ ამით ხსნის თავდაცვის სამინისტრო იმ ფაქტს, რომ აღნიშნული უწყების პირველ პირს აქვს გასული წლის მანძილზე ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი მიღებული.


 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ცნობით, 2013 წელს ირაკლი ალასანიამ სახელფასო დანამატის სახით მიიღო  83 076 ლარი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, მინისტრის ხელფასი სახელფასო დანამატიანად თვეში 7875 ლარია, ხოლო წელიწადში- 94 500 ლარი.

 

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული უწყების პირველი პირი და მისი მოადგილეები დამატებით იღებენ თანხებს. თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში, ეს არის საკლასო ჩინის დანამატი, ხელფასის ოდენობის (3540 ლარი) 35% (1239 ლარი), სტაჟის დანამატი 25% (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატი 15% (531 ლარი). ანუ ირაკლი ალასანია ყოველთვიურად იღებს პრემიერის ბრძანებით დადგენილ დანამატს (4335 ლარი) და სხვა დანამატებს (2655) ლარი, ანუ, ჯამში, 6990 ლარს, რაც წელიწადში 83 880 ლარია.

 

საერთო ჯამში, თავდაცვის მინისტრი წელიწადში ანაზღაურების სახით (სახელფასო დანამატებიანად) იღებს 126 360 ლარს, ანუ თვეში -10 530 ლარს.

 

იხილეთ ბმული

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

26.02.2020

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის ანტიკორუფციული პოლიტიკის მოდული დასრულდა

21.02.2020

ცვლილებები მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის რეგულირებაში

21.02.2020

არქივების შეფასება პოსტ საბჭოთა სივრცეში: საქართველოს გამოცდილება

19.02.2020
განცხადებები

კოალიცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ მიმართავს

14.02.2020

კანონპროექტი „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ და მასთან დაკავშირებული საფრთხეები

12.02.2020

კოალიცია მედია ადოკატირებისათვის „TV პირველის“ გარშემო განვითარებულ პროცესებს საგანგაშოდ მიიჩნევს

10.02.2020

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას ითხოვს

30.01.2020
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019