თანამდებობის პირების სახელფასო დანამატები, პრემიები და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯები

IDFI მედიაში 15 მაისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ინფორმაციას, რომელიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ამა თუ იმ საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, საჯარო მოხელეების პრემიები, სახელფასო დანამატები, სამივლინებო და როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, საჯარო დაწესებულებების მიერ განხორციელებული ღონისძიებებიდა სახელმწიფო შესყიდვები.

 

როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი 2013 წელს - გარდა აპრილის თვისა - ყოველთვიურად იღებდა პრემიას, რომლის წლიურმა ჯამმა 30 625 ლარი შეადგინა.

 

პრემიები ასევე დაერიცხათ დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილეებსა და თანამშრომლებს. 2013 წელს სააგენტოს მიერ პრემიის სახით გაიცა სულ 401 415 ლარი.

 

2014 წლის იანვრის მონაცემებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ბალანსზე 5 ავტომობილი ირიცხება, რომელთა საერთო ფასი 134 904.20 ლარს წარმოადგენს. 2013 წელს ცენტრმა ბალანსზე რიცხული ორი ავტომობილი განაახლა. 2006 წლის გამოშვების ავტომობილი Toyota "Camry" ცენტრმა ჩაანაცვლა 2010 წლის გამოშვების Hyundai Sonat-თი, ხოლო 1995 წლის Mercedes-Benz მინი ავტობუსი და 2010 წლის Mercedes-Benz მინი ავტობუსით ჩაანაცვლა. აღნიშნული ავტომობილების ჩანაცვლებისთვის ცენტრის მიერ 71 850 ლარი იქნა დახარჯული.

 

გასულ წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს პრემია არ მიუღია, თუმცა მის სახელზე გაცემულმა სახელფასო დანამატმა 43 902 ლარი შეადგინა. სამსახურის უფროსის გარდა, სხვა თანამშრომლებზე სახელფასო დანამატი არ გაცემულა. რაც შეეხება უფროსის მოადგილეებსა და სხვა თანამდებობის პირებზე დარიცხულ პრემიებს, მათი ოდენობა ჯამში 133 722 ლარია, ხოლო 13 365 თანამშრომელზე 5 759 315,5 ლარი.

 

საფინანსო ანალიტიკურმა სამსახურმა IDFI-ს 2013 წელს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების შესახებ არასრულყოფილი ინფორმაცია მოაწოდა, რადგან მოწოდებულია მხოლოდ ჯამური რაოდენობა, თანამდებობის პირებისა და თვეების მითითების გარეშე. ასევე, სრულად არ იქნა მოწოდებული გასულ წელს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვების შესახებ შეთანხმების ასლები, რადგან მოწოდებული არ არის სამსახურის წერილი გადაუდებელი შესყიდვის აუცილებლობის შესახებ, და არ არის მოწოდებული ინფორმაცია ყველა შესყიდვის თაობაზე. 2013 წელს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურში აუდიტორული შემოწმება არ განხორციელებულა, ხოლო სამსახურის თანამდებობის პირების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეულმა სამივლინებო ხარჯებმა 15 173.34 ლარი შეადგინა.

 

თანამდებობის პირების 2013 წლის სამივლინებო ხარჯები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში კი ასე გამოიყურება: სააგენტოს დირექტორი - სულ 25 040.11 ლარი; დირექტორის პირველი მოადგილე - სულ 6 762.25 ლარი; დირექტორის მოადგილე - სულ 8 032.52 ლარი.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024