IDFI-ის განცხადება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით

განცხადებები 2 ოქტომბერი 2015

2015 წლის 1 ოქტომბერს IDFI-იმ სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა მცირე ანალიზი, სადაც წარმოდგენილი იყო აღნიშნული უწყების 2015 წლის ხარჯების შესახებ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის დირექტორის ირაკლი შიხიაშვილის მიერ 2015 წელს მიღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ცნობები. 


სტატიის გამოქვეყნების შემდგომ, აღნიშნული უწყების თანამშრომლებმა ინსტიტუტს აცნობეს, რომ მათ მიერ გამოგზავნილ დოკუმენტაციაში დაშვებული იყო უზუსტობა, რომელიც ეხებოდა 2015 წლის ივლისის თვეში დირექტორის მიერ მიღებულ სახელფასო დანამატს. როგორც ინსტიტუტს განემარტა, ირაკლი შიხიაშვილს 2015 წლის ივლისის თვეში, მათ მიერ მოწოდებული 2900 ლარის ნაცვლად, მიღებული აქვს 1800 ლარის ოდენობის დანამატი, რომელიც მას დაუწესდა 2015 წლის 24 ივლისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით. დამატებით, მათ მიერ გადმოგზავნილი იქნა საბანკო ქვითარი, რომელიც ადასტურებს, რომ 2015 წლის ივლისის თვეში ირაკლი შიხიაშვილის სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვს 1800 ლარი (ხელზე 1440 ლარი).


შესაბამისად, ინსტიტუტის მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, რომ ირაკლი შიხიაშვილის მიერ ივლისის თვეში მთავრობის განკარგულებით მასზე დაწესებულ სახელფასო დანამატზე მეტი თანხა ჰქონდა მიღებული არ შეესაბამება სიმართლეს. თუმცა, აღნიშნული განპირობებული იყო თავად ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის მიერ მოწოდებული უზუსტო დოკუმენტაციით.  

 

 იხილეთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო  სამსახურიდან მიღებული განმარტება უზუსტო მონაცემთან დაკავშირებით ბმულზე.

 /public/upload/opendatablog-photo/reply.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024