2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული ჯილდოები - მედია მიმოხილვა

სიახლეები | IDFI მედიაში 13 მაისი 2016

2016 წლის 21 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა 2003-2015 წლებში გაცემულ ჯილდოთა სტატისტიკური მონაცემების გამოთხოვის თხოვნით. აღსანიშნავია, რომ ჯილდოების გაცემის სიხშირით და გაცემულ ჯილდოთა მრავალფეროვნებით განსაკურებულად გამოირჩევა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლები. IDFI დაინტერესდა იმ პიროვნებების სიით, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო ჯილდოები დაიმსახურეს.


IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებითა და მათი ანალიზით მედია საშუალებები განსაკუთრებულად დაინტერესდნენ. ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო გამოშვება კონტაქტში IDFI-ს მიერ მომზადებულ მასალებზე სიუჟეტი გავიდა, სადაც კვლევის მნიშვნელოვან დეტალებზე IDFI-ს წარმომადგენელმა, ანალიტიკოსმა გოგა თუშურაშვილმა ისაუბრა. გოგა საუბრობს თავისივე კვლევის ძირითად მიგნებებზე და იმ სახელებსა და გვარებზე, რომლებიც ჯილდოების დამსახურებულად გადაცემის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებენ.


ტელეკომპანია კავკასია საინფორმაციო გადაცემაში დღეს IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის შესახებ მიმოიხილავს. საუბარია გამოქვეყნებული მასალის მნიშვნელოვან ასპექტებზე, კვლევის ზოგად შინაარსზე და იმ ადამიანთა სიაზე, რომლებმაც 2003-2015 წლებში სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო დაიმსახურეს. ამავე სიუჟეტში, IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ პიროვნებებზე, რომელთაც დაუმსახურებლად აქვთ მიღებული ვახტანგ გორგასლის სახელობის სახელმწიფო ჯილდოები. მისივე თქმით საჭიროა სამართლიანობის აღდგენა, რადგან სწორედ ეს ადამიანები მოგვიანებით მხილებულნი იყვნენ სისხლის სამართლის დანაშაულებებში. 


IDFI-ს კვლევას ბეჭდვითი მედიაც ეხმაურება. გაზეთები ვერსია და მესენჯერი IDFI-ს კვლევაზე დაყრდნობით მომზადებულ მასალებს აქვეყნებს, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი სახელმწიფო ჯილდოებთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს უკავია. გაზეთი ასავალ-დასავალი მასალების ინტერპრეტირებულ ვერსიას გვთავაზობს.


სახელმწიფო ჯილდოების თემით სხვადასხვა საინფორმაციო პორტალი დაინტერესდა. www.ghn.ge IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ვრცელი მასალის შემოკლებულ ვერსიას აქვეყნებს. IDFI-ს კვლევით ასევე დაინტერესნენ: 

 

www.ick.ge


www.netgazeti.ge


www.medianews.ge 


www.info9.ge 


www.news.ge 


www.sknews.ge 


www.gurianews.com 

www.reportiori.ge


www.marshalpress.ge

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველო Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

11.03.2025

ინტერვიუ ისტორიკოს გიორგი მამულიასთან

07.03.2025

საით იხრება საქართველოს საგარეო სავაჭრო კავშირები?

06.03.2025

Cellebrite: მასობრივი კონტროლის თანამედროვე საშუალება

28.02.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024