სეტ ტოპ ბოქსების კონცენტრაცია ბაზარზე ანალოგური სიგნალის გამორთვამდე ერთი კვირით ადრე

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 26 ივნისი 2015

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის ანალოგური სიგნალის გათიშვა 1 ივლისს დაიწყება და 25 აგვისტოს დასრულდება. მთავრობის დადგენილებით გაწერილი გრაფიკის მიხედვით, პირველ ივლისს ანალოგური სიგნალი გაითიშება თბილისა და მის შემოგარენში, რუსთავში, გარდაბნის, მარნეულის და საგარეჯო რაიონებში.


ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც მაუწყებლობას სახლის ან სახურავის ანტენით იღებდნენ, სიგნალის მისაღებად დამატებითი მოწყობილობა - სეტ ტოპ ბოქსი დასჭირდებათ, თუ მათ ტელევიზორს არ აქვს DVB T2 სტანდარტის სიგნალის მხარდაჭერა.


ციფრული მაუწყებლობის მიღების შემდეგ მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ უკეთესი ხარისხით როგორც იმავე არხებს, რასაც აქამდე უყურებდნენ, ასევე იმ ქართულ არხებსაც, რომლებიც მხოლოდ საკაბელო ქსელის აბონენტებისთვის ან სატელიტური თეფშის მქონე პირებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ამ არხების რაოდენობა ცალკეულ რაიონებში 30-ს და არ იქნება 24 არხზე ნაკლები. შპს „სტერეო+“-ის ცნობით, სხვა არხებთან ერთად უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება „სილქ სპორტის“ არხიც.


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერას და მონიტორინგს 2012 წლიდან ახორციელებს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში აკვირდება სეტ ტოპ ბოქსების რაოდენობას საცალო ბაზარზე. ორგანიზაცია მონიტორინგს ასევე უწევს სოციალურად დაუცველი მოსახელობის მზაობის და მათვის უფასო სეთ-ტოპ-ბოქსების დარიგების საკითხებს. 


პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა, რომ პირველი ივლისისთვის, იმ ქალაქების მოსახლეობა, სადაც ანალოგური სიგნალი უნდა გაითიშოს, მომზადებული იყოს სიახლეებისთვის, ჰქონდეს ინფორმაცია თუ სად და რა ფასად იყიდება საცალო ქსელში სეტ ტოპ ბოქსები რომ უზრუნველყოფილ იყოს მათზე ხელმისაწვდომობა და მომხმარებლის დაცულობა არათავსებადი და გამოუყენებელი აპარატურის შეძენისგან.


70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სახელმწიფომ უფასოდ გადასცა სეტ ტოპ ბოქსები. ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 24 ივნისის მონაცემებით, სოციალურად დაუცველების მიერ "საქართველოს ფოსტის" სერვის ცენტრიდან (ნებაყოფლობით) გატანილია KONKA-ს მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსების შემდეგი რაოდენობა: თბილისი - 27,897ცალი, რუსთავი - 1, 675 ც., მარნეული - 1,879 ც. გარდაბანი - 506 ც საგარეჯო - 1,396 ც. სულ 33,353 ცალი. ამ რაოდენობაში არ შედის საქართველოს მასშტაბით შშმ პირთა ოჯახებისათვის "საქართველოს ფოსტის" მიერ უშულოდ ოჯახებში მიტანილი 30,000-მდე ბოქსი.


იმ პირებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ იმ კატეგორიაში, ვისაც უფასოდ დაურიგდა რესივერი და ამავდროულად მაუწყებლობას ანტენით იღებს, ციფრული სიგნალის მისაღებად საჭირო სეტ ტოპ ბოქსების შეძენა თავად მოუწევთ. მოწყობილობა ტექნიკის მაღაზიებში იყიდება.


IDFI-მ ამ საკითხზე ერთი ანგარიში უკვე გამოაქვეყნა, ერთი კვირის შემდეგ კი მონაცემები კვლავ გადაამოწმა. 24 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში 35 ათას ცალამდე სეტ ტოპ ბოქსია გაყიდული.


კომპანია ACC Distribution -ი ერთ ერთი მსხვილი იმპორტიორია, სწორედ მას შემოაქვს TV Star -ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსები ქართულ ბაზარზე. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 24 ივნისისთვის დისტრიბუციაში გაშვებული იყო 20 000 ცალამდე რესივერი. კომპანიას ოთხი ტიპის რესივერი შემოაქვს - TV Star DVB-T2 517, TV Star DVB-T2 516, TV Star DVB-T2 525 და TV Star DVB-T2 525+Dolby


ბაზარზე გამოჩნდა ქართული წარმოების სეტ ტოპ ბოქსიც მას ქართულ აზერბაიჯანული კომპანია კომპანია AG Telekom ამზადებს. მათი ცნობით, ამ დროისთვის მაღაზიებისთვის მიწოდებული აქვთ 6000-მდე რესივერი.


ლილო მოლსა და კიდობანში ძირითადად EUROSTAR-ის მიერ წარმოებული რამდენიმე ტიპის სეტ ტოპ ბოქსები იყიდება.


მაღაზია „არაი თუმოროუს“ ქსელში იყიდებოდა კომპანია SVEN-ის რესივერები, თუმცა როგორც მაღაზიაში განგვიცხადეს, ამ დროისთვის მარაგი მთლიანად ამოწურულია და მათ ქსელში მხოლოდ AG Telecom-ის მიერ დამზადებული სეტ ტოპ ბოქსები იყიდება.


საერთო ჯამში, ბაზარზე საცალო ქსელში წარმოდგენილია 10-მდე სხვადასხვა ტიპის და ფასის რესივერი.


მოწყობილობის ფასი 52 ლარიდან იწყება და 95 ლარამდე მერყეობს. ფასის ცვლილება დამოკიდებულია მოდელზე - ზოგიერთ მათგანს არ მოყვება კაბელები, ზოგს უფრო ძლიერი შესაძლებლობა აქვს. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ერთსა და იმავე ქართულ არხებს აჩვენებს და ფასის ცვლილება არხების რაოდენობასთან კავშირში არ არის.


TV STAR-ის მიერ წარმოებული სეტ ტოპ ბოქსები იყიდება მსხვილ მაღაზიებში - „ტექნო ბუმი“ (აქვს ნულოვანი განვადება), „ზუმერი“, „კარფური“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „ალტა“, „ბეკო“, „ულტრა“, „მეტრომარტი“, „მეგატექნიკა“, PCshop.ge - მათი ფასი 52-69 ლარია.


კომპანია „აითი მასტერი“ კი 70 ლარად მომხმარებელს ადგილზე მიტანის და ტელევიზორთან მიერთების და ტესტირების სერვისსაც სთავაზობს, ცალკე სეტ ტოპ ბოქსი კი ამ მაღაზიაში 60 ლარი ღირს.


AG Telecom-ის მიერ წარმოებული რესივერის T2811-ის შეძენა შესაძლებელია შემდეგ მსხვილ მაღაზიებში - „არაი თუმოროუ“, „ტექნობუმი“, „მეტრომარტი“, „ციფრული სამყარო“, „სკაინეტი“.


სეტ ტოპ ბოქსები 24 ივნისის მდგომარეობით არ იყიდება შემდეგ დიდი მაღაზიების ქსელებში - გალაქსი, ოქეი, სმაილი, ალგორითმი.


პარტნიორი ორგანიზაციის, „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ მიერ გადამოწმდა მონაცემები იმ ქალაქებში, სადაც ანალოგური სიგნალი უნდა გამოირთოს.


რუსთავში AG Telecom-ის და TV STAR-ის მიერ წარმოებული კომპანიის სეტ ტოპ ბოქსი იყიდება მაღაზია „მადაგონში“. TV STAR-ის შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში „ბეკო“, „ტექნო ბუმი“, „ელიტ ელექტრონიქსი“.


გარდაბანში სეტ ტოპ ბოქსები იყიდება მხოლოდ მაღაზიაში - „ბეკო“. ამ მაღაზიის ქსელი ასევე განთავსებულია საგარეჯოსა და მარნეულშიც. საგარეჯოში აქვს მაღაზია „ელიტ ელექტრონიქსსაც“, სადაც ასევე იყიდება სეტ ტოპ ბოქსები. მარნეულში კი - რესივერის შეძენა „ბეკოს“ გარდა, შპს EUROLUX-2012-სა და შპს ''ელდორადოში“ არის შესაძლებელი.

 

/public/upload/IDFI/Digital/tbilisi.stb.pdf

/public/upload/IDFI/Digital/rustavi-marneuli.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024