საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის პრობლემები და მთავარი გამოწვევები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 17 აპრილი 2014

დღეს მოქმედი სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვის პრობლემებად და მთავარ გამოწვევებად შესაძლოა განისაზღვროს შემდეგი საკითხები:

  • ბაზრის და ტერიტორიის (მაყურებლის) არასრული დაფარვა - მოსახლეობის დაახლეობით 55% არ ცხოვრობს მცირე და დიდ ქალაქებში. აღსანიშნავია, რომ ევროპული მაუწყებლების ასოციაციის რეკომენდაციებიც ტერიტორიის მაქსიმალურ მოცვას ადგენს. იმ დროს როდესაც ქალაქების მაყურებლის რეიტინგები განსაზღვრავს რეგიონული და ადგილობრივი მედიის მდგომარეობას, ეს მონაცემი, სულ მცირე, არ შეიძლება სარწმუნო იყოს და ამ კუთხით სასურველია გათვალისწინებული იყოს თუნდაც უკრაინის მაგალითი.
  • აუცილებელია ინტერნეტის, რადიოს და ბეჭდური მედიის ჩართვა ამ პროცესში.
  • აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს პანელის შერჩევის მეთოდოლოგიის მაქსიმალური გამჭვირვალობა, ისევე როგორც ნდობის ჯგუფის შექმნა, რომელიც ისარგებლებს ბაზრის ყველა მოთამაშის სრული მანდატით და მოახდენს რეკრუტირების პროცესის ზედამხედველობას.
  • პანელის შესარჩევი მეთოდოლოგიის შეფასებისათვის დარგის ყველა აქტორის ინტერესების გათვალისწინება, პროცესში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობა, მათი გაერთიანება ერთ არაკომერციულ იურიდიულ პირში ან სხვა ფორმაში, რომელიც დაამტკიცებს "თამაშის წესებს", ამ პირობებით კონკურსის გამოცხადება და ყველაზე მომგებიანი და საუკეთესო მოდელის მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის შერჩევა.
  • გაზომვაში ჩართული არაუმეტეს 600 ცალი ფიფლმეტრი, რომელიც 6 დიდი ქალაქის მონაცემებით ქმნის წარმოდგენას ეროვნულ აუდიტორიაზე და მათ შორის იმ რეგიონებზეც, რომლებიც ეთნიკურად და ფინანსურად მრავალფეროვანია და განსხვავებული თვისობრიობით ხასიათდება. აუცილებლია, რომ შეფასდეს რეგიონების მოსახლეობის მოთხოვნილებებიც, ისევე როგორც ეთნიკურად არაქართველებით დასახლებული რეგიონების რეიტინგებიც.
  • არსებული მონაცემების შესაბამისად, გაზომვას ექვემდებარება მხოლოდ სახლის პირობებში არსებული ტელეყურებადობა, მაშინ როდესაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანი ანუ შემოსავლიანი ნაწილი, დროის საკმაოდ მცირე ნაწილს ატარებს ტელევიზორთან და ინფორმაციის და გართობის (დასვენების) მთავარ საშუალებად არა ტელევიზორს, არამედ ინტერნეტპლატფორმას და იქ განთავსებულ კონტენტს ანიჭებს უპირატესობას. ვფიქრობთ, რომ ინტერნეტი და ინტერნეტ პლატფორმაზე დაფუძნებული მაუწყებლობის აუდიტორიის გაზომვა ასევე მნიშვნელოვანია და უსათუოდ უნდა განხორციელდეს.
  • გაზომვის მიღმაა მცირე ზომის მედიასაშუალებები, რომლებიც შესაძლოა, ვერ ქმნიან ამინდს სარეკლამო ბაზარზე, თუმცა რეიტინგების გარეშე აღნიშნულ ციკლში მათი ჩართვა შეუძლებელია და შესაბამისად, მათ უჭირთ თავის დაცვა პოლიტიკური და ფინანსური გავლენისაგან. მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქართული მედიის სატელევიზიო რეიტინგები იზომება მხოლოდ თბილისის და ხუთი რეგიონული ქალაქის მასშტაბით. ეროვნული დაფარვა აქვს რუსთავი 2-ს, იმედს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, ხოლო ადგილობრივი ტელევიზიებიდან მაგალითისათვის, საინტერესოა მაესტრო და კავკასია, რომლებიც მხოლოდ თბილისში ვრცელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეიტინგების დათვლაში გამოიყენება არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს მთელი არეალის პარამეტრი, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის 55%-მდე ამ ქალაქებში არ ცხოვრობს./public/upload/Digital/TV Audience MEsuarment .pdf
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024