OGP -ისა და ინფორმაციის თავისუფლების თემაზე სართიჭალაში ვორქშოპი გაიმართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 აპრილი 2014

28 მარტს, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ჲშაჳდ) პროგრამის – დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში ( G -3) მხარდაჭერით სოფელ სართიჭალის მოსახლეობისთვის IDFI -მ ვორქშოპი გამართა.
ღონისძიება პროექტის – “კანონმდებლობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში” – ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრა გაიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სართიჭალის საზოგადოებრივ ცენტრში. ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ინფორმაციის თავისუფლების საკითხებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის წახალისებას.

IDFI -ს დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ მთავრობის ინიციატივები, ნაკისრი ვალდებულებები გააცნო. გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა ასევე საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე, ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების გზებზე.

ვორკშოპში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ბიბლიოთეკარებმა, პედაგოგებმა და სხვა დაინტერესებულმა მოქალაქეებმა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. დაისვა საკითხი თუ რა ხერხებით შეძლებს მოსახლეობა ხმა მიაწვდინოს მთავრობას და საკუთარი მოსაზრებები და ხედვები მიიტანოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე. გიორგი კდიაშვილმა მოქალაქეებს იმ მექანიზმებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ელექტრონული გზით ჩართულობის უზრუნველყოფას ემსახურება – პეტიციები, საჯარო განხილვები, ვებ-გვერდებზე კომენტარების და შეკითხვების გაგზავნის შესაძლებლობა. მან ისაუბრა პროცესის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე, რაც უზრუნველყოფილია ელექტრონულ მონაწილეობის დროს.

მოქალაქეებმა დასვეს შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, ხაზგასმით აღნიშნეს მთავრობის ხარჯების, საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის დროულად მიღების და საკანონმდებლო თუ სხვა ინიციატივების განხილვაში მონაწილეობის აუცილებლობა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024