ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა

სიახლეები 11 აგვისტო 2014

      

 

მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, „ფრონტლაინ კლუბში“ IDFI-ს ორგანიზებით, პროექტ „ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა" ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლა - აქტუალური საკითხები და გამოწვევები“.


მრგვალი მაგიდის ფარგლებში რეგიონული მაუწყებლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ციფრული მაუწყებლობის განხორციელებისათვის საჭირო აპარატურის პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენლებმა რეგიონული ტელევიზიების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს .


მრგვალი მაგიდის პირველ ნაწილში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ რეგიონულ მაუწყებლებს წარმოუდგინა მეტრული სიხშირეების ალტერნატიული - დეციმეტრულ დიაპაზონში სამაუწყებლო სიხშირეთა განაწილების გეგმა. GNCC-ს პრეზენტაციაში წარმოდგენილია საქართველოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტებისათვის გამოყოფილი სიხშირეების ჩამონათვალი, ინფორმაცია გადამცემი ანტენების განთავსების კოორდინატების, მათი დაფარვის საშუალო რადიუსის, სიგნალის სიმძლავრეებისა და გამოსხივების დიაგრამის ტიპის შესახებ. აღნიშნულ სამაუწყებლო სიხშირეთა დაგეგმილი გეგმა შემუშავდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, „რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისა“ და IDFI-ს მიმართვის საფუძველზე.


რეგიონულმა მაუწყებლებმა აღნიშნულ პრეზენტაციასთან დაკავშირებით წარმოადგინეს საკუთარი ხედვები, ამავდროულად, განიხილეს მეტრულ და დეციმეტრულ დიაპაზონზე მაუწყებლობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მწირი სიხშირული რესურსიდან გამომდინარე, რეგიონული მაუწყებლებისთვის შეთავაზებული იყო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისა და სიგნალის გავრცელების პროცესში გაერთიანების, საერთო სამაუწყებლო ქსელის აგების ალტერნატივაც.


კომისიის პრეზენტაცია შეეხო მეტრულ დიაპაზონში მაუწყებლობის საკითხებსაც, ასევე ციფრული მაუწყებლობის მულტიპლექს პლატფორმების აგებისა და მაუწყებლების მიერ ჩრდილოვანი ზონების დაფარვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.


აღნიშნულ პროცესში რეგიონული მაუწყებლებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, მიეცეთ სატელევიზიო სიგნალის დამოუკიდებლად გავრცელების შესაძლებლობა, რასაც მცირესიმძლავრიანი გადამცემები უზრუნველყოფენ. 


შეხვედრის მეორე ნაწილის ფარგლებში შედგა ციფრული მაუწყებლობის განხორციელებისათვის საჭირო აპარატურის პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენლების პრეზენტაციები. პრეზენტაციების ფარგლებში რეგიონულმა მაუწყებლებმა მიიღეს ინფორმაცია ინტეგრატორი კომპანიების მიერ შეთავაზებული ტექნიკური გადაწყვეტების, ასევე საჭირო აპარატურის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფასების შესახებ.


შეხვედრას დაესწრნენ ინტეგრატორი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაგან ნაწილმა წარმოადგინა საკუთარი შეთავაზება მაუწყებლებისათვის პრეზენტაციის სახით.


მრგვალ მაგიდაზე რეგიონულ მაუწყებლებს საკუთარი შეთავაზებები გააცნეს შემდეგი კომპანიების წარმომადგენლებმა: მზე (Gatesair, Harris), Elber, GIS, Egatel, Syes.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024