რა პროფესიის ადამიანები ჭარბობენ პარლამენტში

IDFI მედიაში 7 მაისი 2014

პარლამენტის 150 წევრიდან 19 ერთდროულად ორ პროფესიას ფლობს, 5 - სამ სპეციალობას, ერთი კი ჯერ კიდევ სტუდენტია.


ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უმაღლესი განათლებით დაინტერესდა. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 19 ფლობს ერთდროულად ორ, 5 კი სამ სპეციალობას.

ყველაზე დიდი რაოდენობით პარლამენტში სამართალმცოდნეობის სპეციალისტები არიან. 49 დეპუტატი ფლობს იურისტის დიპლომს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე. 26 პარლამენტარი ეკონომისტია, 14 - ექიმი. 19 დეპუტატს განათლება ინჟინერიის მიმართულებით აქვს მიღებული, 13-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 6 დეპუტატი კი აგრონომიისა და სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალისტია.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, საქართველოს პარლამენტში 7 ისტორიკოსი, 2 ფილოსოფოსი და 12 ფილოლოგია წარმოდგენილი (მათ შორის 6 ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, სამ-სამი კი გერმანული და ინგლისური ენა-ლიტერატურის).

ამასთანავე, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი არიან 2 პოლიტიკის მეცნიერების, 3 სახელმწიფო მმართველობის, 2 საერთაშორისო ურთიერთობების და 1 მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის სპეციალისტი.

სამი დეპუტატი ფლობს ჟურნალისტის დიპლომს. ასევე, სამს აქვს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სპეციალისტის კვალიფიკაცია, ერთს - სამხედრო-პოლიტიკური, ერთი დეპუტატი კი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების განათლებითაა.

პარლამენტში თეატრალური და სახვითი ხელოვნებების დარგების სპეციალისტებსაც შევხვდებით, რომელთა რაოდენობა ათს აღწევს.

ზემოხსენებული სპეციალობების გარდა, საქართველოს პარლამენტში სხვა პროფესიის ადამიანებიც არიან. მაგალითად, სამი პარლამენტარი აღმოსავლეთმცოდნეა, სამი ფსიქოლოგი, ერთი ღვთისმეტყველი, ერთი არქიტექტორი და სხვა.

ამასთან,საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ IDFI-თვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" პარტიული სიით არჩეული დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი 2002 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად რეგისტრირებულია როგორც 2013-2014 სასწავლო წლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი.

იხილეთ ბმული

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საერთაშორისო მხარდაჭერის ირიბი აკრძალვა საქართველოში (ახალი ცვლილებები „გრანტების შესახებ” კანონში)

12.06.2025

მარეგულირებლის უფლებამოსილების გაზრდა მედიაზე დამატებითი ზეწოლისათვის არის მიმართული

06.06.2025

IDFI-ის 2024 წლის ანგარიში

05.06.2025

ეკონომიკური ზრდა ნეგატიური პერსპექტივით (Fitch შეფასება)

04.06.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024