საქართველოს პარლამენტის წევრთა დიპლომები

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 მაისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) დაინტერესდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსმოქმედ  წევრთა უმაღლესი განათლებით და მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატს, პარლამენტის წევრთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების მიღების მოთხოვნით.

პარლამენტის აპარატმა ინსტიტუტის მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მოწოდებულ მასალებში 5 დეპუტატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები არ მოიპოვება (წინამდებარე კვლევაში გასათვალისწინებლად, IDFI-იმ ამ 5 დეპუტატის უმაღლესი განათლების შესახებ მონაცემები პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოიპოვა). გარდა ამისა, მცირედი სხვაობა დაფიქსირდა პარლამენტის აპარატისგან მიღებულ დოკუმენტაციასა და პარლამენტის ვებ-გვერდზე დეპუტატთა უმაღლესი განათლების შესახებ განთავსებულ მონაცემებს შორის.

 

არლამენტის აპარატის მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით საქართველოს მოქმედ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით შემდეგი სურათი იკვეთება:

  • საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან 19 ფლობს ერთდროულად ორ, 5 კი სამ სპეციალობას.
  • ყველაზე დიდი რაოდენობით  პარლამენტში სამართალმცოდნეობის  სპეციალისტები არიან წარმოდგენილნი. 49 დეპუტატი ფლობს იურისტის დიპლომს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე. 26 პარლამენტარი ეკონომისტია, 14 – ექიმი. 19 დეპუტატსგანათლება ინჟინერიის მიმართულებით აქვს მიღებული, 13-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, 6 დეპუტატი კი აგრონომიისა და სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალისტია.
  • რაც შეეხება ჰუმანიტარულ მეცნიერებებს, საქართველოს პარლამენტში 7 ისტორიკოსი, 2 ფილოსოფოსი და 12 ფილოლოგია წარმოდგენილი (მათ შორის 6 ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, სამ-სამი კი  გერმანული და ინგლისური ენა-ლიტერატურის).
  • ამასთანავე, საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი არიან 2 პოლიტიკის მეცნიერების, 3 სახელმწიფო მმართველობის, 2 საერთაშორისო ურთიერთობების და 1 მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის სპეციალისტი.
  • სამი დეპუტატი ფლობს ჟურნალისტის დიპლომს. ასევე, სამს აქვს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სპეციალისტის კვალიფიკაცია, ერთს სამხედრო-პოლიტიკური, ერთი დეპუტატი კი ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების განათლებითაა.
  • პარლამენტში თეატრალური და სახვითი ხელოვნებების დარგების სპეციალისტებსაც შევხვდებით, რომელთა რაოდენობა ათს აღწევს.

 

 ზემოხსენებული სპეციალობების გარდა, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არის განათლების სხვა დარგებიც, მაგალითად: აღმოსავლეთმცოდნეობა (3), ფსიქოლოგია (1), ღვთისმეტყველება (რაოდენობა: 1), არქიტექტურა (1) და სხვ.

IDFI-იმ პარლამენტის წევრების განათლების შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია დეპუტატთა პარტიული კუთვნილების მიხედვითაც დაახარისხა და პროცენტულ მაჩვენებლებში ასახა, რომელიც ქვემოთ მოყვანილ გრაფიკებშია მოცემული. ასევე ცალკე იქნა დაჯგუფებული უპარტიო, დამოუკიდებელ მაჟორიტართა და ფრაქციის გარეშე დეპუტატთა მონაცემები.

 

როგორც ზემოთ გამოსახული გრაფიკებიდან ჩანს, საქართველოს მოქმედ პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ დეპუტატთა 29 %-ს იურისტები წარმოადგენენ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო უმრავლესობასთან შედარებით საკანონმდებლო ორგანოში 1 %-ით ნაკლები სამართალმცოდნე ჰყავს წარმოდგენილი. თითქმის თანაბარი რაოდენობით არიან წარმოდგენილი ორივე პოლიტიკური ჯგუფიდან ეკონომიკური განათლების მქონე დეპუტატები („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 12 %, „ქართული ოცნება“ – 13 %). მსგავსი მდგომარეობაა მედიცინის დარგშიც – მხარეებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 %-ა. საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტებს შორის განსხვავება კიასეთია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 9%, „ქართული ოცნება“ – 6%.

 

ამასთანავე, „ქართული  ოცნებასთან“ შედარებით საპარლამენტო ოპოზიციას ინჟინერიის მიმართულებით 4 %-ით მეტი წარმომადგენელი ჰყავს, 5 %-ით მეტი კი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.

 

აგრარული („ქართული ოცნება“ – 4 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 2 %) და ჰუმანიტარული მეცნიერებების („ქართული ოცნება“ – 14 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 9 %) მიმართულებებში, ასევე ხელოვნების დარგში („ქართული ოცნება“ – 8 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – 3%) „ქართული ოცნების“ დეპუტატები ჭარბობენ.

 

უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარებისა და ფრაქციის გარეშე დეპუტატების (სულ 15 დეპუტატი) მონაცემები განათლების მიმართულებების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

წინამდებარე კვლევის ფარგლებში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრთა უმაღლესი განათლების შესახებ მონაცემები გენდერულ ჭრილშიც იქნა განხილული.

 

კვლევამ აჩვენა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი სულ 17ქალი დეპუტატიდან 10 სამართალმცოდნეა, 4 სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების სპეციალისტი, სამს ჰუმანიტარული განხრით აქვს განათლება მიღებული, ორს კი საბუნებისმეტყველო საგნებში. ამასგარდა საქართველოს ამჟამინდელ პარლამენტში წარმოდგენილი არიან ექიმი, ეკონომისტი, აღმოსავლეთმცოდნე, აგრონომი და ინჟინერ-ელექტრომექანიკოსი ქალი დეპუტატატები.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების სპეციალობებით ქალბატონების პროცენტული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება იგივე სპეციალობების მამაკაცთა პროცენტულ მაჩვენებელს. საპირისპირო მდგომარეობაა ეკონომიკური და ინჟინერიის მიმართულების სპეციალისტების შემთხვევაში, ხოლო უმაღლესი განათლების სხვა მიმართულებებში მამაკაც და ქალ პარლამენტის წევრთა პროცენტული მაჩვენებლები ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდება.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს წევრთა აკადემიურ ხარისხებს, პარლამენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის მიხედვით მაგისტრზე მაღალ ხარისხს ფლობს სულ 25 დეპუტატი. ამათგან 17 მეცნიერებათა კანდიდატია, 8 – დოქტორი, 5 – პროფესორი, 1- აკადემიკოსი, 1 მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებული წევრ-კორესპოდენტი, ასევე ერთი საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი.

 

დეპუტატთა უმრავლესობას განათლება მიღებული აქვთ საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო სასწავლებელში. მხოლოდ ხუთ დეპუტატს აქვს განათლება მიღებული საზღვარგარეთ(იგულისხმება სწავლების სრული კურსის გავლა, რომელიც დასტურდება აკადემიური ხარისხის დიპლომის მინიჭებით და არა მოკლეხნიანი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები). ამასთან,საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ IDFI-თვის მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნების პარტიული სიით არჩეული დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი 2002 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამჟამად რეგისტრირებულია როგორც 2013-2014 სასწავლო წლის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი.

და ბოლოს, პარლამენტის 5 წევრი, რომელთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები პარლამენტის აპარატმა IDFI-ს არ მოაწოდა, გახლავთ: გაბაშვილი გიორგი, ქარდავა ლევან, ქავთარაძე გიორგი, შავლოხაშვილი რევაზ და წიკლაური ნუგზარი.

 

აღნიშნული დეპუტატები საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით ფლობენ შემდეგ სპეციალობებს:

-         გაბაშვილი გიორგი – გერმანული ენა-ლიტერატურა,

-         ქარდავა ლევან – სამართალმცოდნეობა,

-         ქავთარაძე გიორგი – დრამის რეჟისორი,

-         შავლოხაშვილი რევაზი – თვითმფრინავთმშენებლობა,

-         წიკლაური ნუგზარის- ქართული ენა და ლიტერატურა.

 

დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ საკანონმდებლო ორგანოში სამართალმცოდნეობის სპეციალობის დეპუტატები ჭარბობენ, რაც პოზიტიურად უნდა აისახებოდეს დეპუტატთა საკანონმდებლო საქმიანობაზე. აღსანიშნავია, რომ განათლების მიმართულებების მიხედვით, პროპორციული გათვლით, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მკვეთრად გამოხატული განსხვავება არ ფიქსირდება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024