IDFI-მ გამართა დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის (PPD) წყალმომარაგების სფეროს რეგულირების თემაზე

სიახლეები 19 თებერვალი 2016

2016 წლის 18 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის (PPD) წყალმომარაგების სფეროს რეგულირების თემაზე.


დიალოგი შედგებოდა სამი თემატური პანელისგან: წყალმომარაგების სფეროს განვითარების პერსპექტივები, სატარიფო რეგულაციები წყალმომარაგების სფეროში და საკანონმდებლო რეგულაციები წყალმომარაგების სფეროში.

                                                                                                                                                  

პირველი პანელის, წყალმომარაგების სფეროს განვითარების პერსპექტივების მოდერატორი იყო პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ალექსი ალექსიშვილი, ხოლო სიტყვით გამოვიდნენ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში ნუგზარ კევლიშვილი, Georgian Water & Powers-ის (GWP) გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე (იხილეთ პრეზენტაცია) და საერთაშორისო კომპანია AECOM-ის რეგიონული დირექტორი დავით ნიკურაძე (იხილეთ პრეზენტაცია).


ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა წყალმომარაგების სექტორის განვითარების საჭიროებას, და ამ საკითხში კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის დიალოგის აუცილებლობას. Georgian Water & Powers-ის (GWP) გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა სფეროში კომპანიის წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების დეტალებზე, კომპანიის განვითარების სამომავლო გეგმებზე და სტრატეგიულ მიმართულებებზე. აღსანიშნავია, რომ GWP ერთადერთი კერძო კომპანიაა წყალმომარაგების სექტორში. ასევე წყალმომარაგების სექტორის განვითარების ზოგად პერსპექტივებზე ისაუბრა პანელის მესამე გამომსვლელმა, წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ კომერციულ საკითხებში ნუგზარ კევლიშვილმა. წყალმომარაგების კომპანია სექტორში ყველაზე დიდი სახელმწიფო კომპანიაა. ნუგზარ კევლიშვილმა ისაუბრა ტარიფების სწორი პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე, და ასევე რამდენიმე წელიწადში კომპანიის სრულად ან ნაწილ-ნაწილ პრივიტაზაციის საჭიროებაზე. ბოლოს, დავით ნიკურაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო კომპანია AECOM-ის მიზნები და რეკომენდაციები წყლის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით. 


დისკუსიის ნაწილში კონკურენციის ცენტრის წარმომადგენელმა, ლევან გოგოხიამ დასვა კითხვა ბიზნესთან მიმართებაში არსებული გეგმების შესახებ. კითხვის პასუხად ნუგზარ კევლიშვილმა მოიყვანა გუდაურის განვითარების მაგალითი, სადაც რეაბილიტაციის დროს არ იყო გათვალისწინებული წყალმომარაგების სისტემის განახლება. მეორე პრობლემად ბ-ნმა ნუგზარმა დაასახელა მოსახლეობის დამოკიდებულება წყლის რესურსისადმი, და გადასახადების გზით კომპანიის დანახარჯების შესაბამისი თანხების მიღების სირთულე. გიორგი ცხადაძემ გააგრძელა აღნიშნულ თემაზე საუბარი იმის აღნიშვნით, რომ წყალმომარაგების სექტორი ხელშემწყობი დარგია ბიზნესის განვითარებისთვის, თუმცა აუცილებელია სისტემური მიდგომა და ხედვა.


დისკუსიის განმავლობაში ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსმა ნანა გაბრიაძემ წამოჭრა სანიტარიის საკითხები, და ხაზი გაუსვა რომ გაეროს რეზოლუციის თანახმად სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებაა, და ამ საკითხს მხოლოდ ბიზნესის კუთხით არ უნდა შევხედოთ. ქ-ნმა ნანამ ასევე ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესასრულებელ გეგმაზე, და აღნიშნა სექტორში არსებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა კადრების გადამზადება, სანიტარიული მდგომარეობის კვლევები, გადასახადების აკრეფის სირთულე ა.შ.


შეჯამების სახით, ბ-ნმა ალექსი ალექსიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიებმა უნდა იზრუნონ ხარისხიანი წყლის 24-საათიან მიწოდებაზე, ხოლო მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს სოციალური საკითხები. ასევე, აღინიშნა, რომ საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, რადგან წყლის არარსებობის პირობებში ვერანაირი ბიზნესი ვერ განვითარდება.

                

მეორე პანელი მთლიანად დაეთმო წყალმომარაგების სფეროში სატარიფო რეგულაციების საკითხს. პანელს მოდერატორობა გაუწია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ, ხოლო გამომსვლელები იყვნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სატარიფო დეპარტამენტის ხელძღვანელი გივი სანიკიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში ნუგზარ კევლიშვილი და კომპანია Fichtner Water & Transportation-ის კონსულტანტი მარია ბელოვა (იხილეთ პრეზენტაცია).


შესავალში ქ-ნმა ნინო ევგენიძემ ისაუბრა, რომ წყლის სექტორი ერთი მხრივ მომგებიანი ბიზნესია, მეორე მხრივ კი ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება. თუმცა საქართველოში სულ 17 კომპანიიდან 3 არის კერძო (Georgian Water & Power და მისი ორი შვილობილი კომპანია მცხეთასა და რუსთავში), ხოლო დანარჩენი - სახელმწიფოსი, და მთლიანად დარგი დოტაციურია. ქ-ნმა ნინომ ასევე აღნიშნა, რომ სექტორში ბევრი კამათობს სატარიფო პოლიტიკაზე.


ბ-ნმა გივი სანიკიძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა სატარიფო მეთოდოლოგიის განახლებაზე, რისი პროცესიც დაწყებულია და მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. სემეკის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ კომისია ეცდება პროცესში ჩართოს როგორც დარგის ექსპერტები, ისე კომპანიები და მედია, და ასევე ტრენინგებს ატარებენ ჟურნალისტებისთვის იმისათვის რომ სიახლეები სწორად გაშუქდეს. მისი თქმით, მეთოდოლოგიაში გათვალისწინებული იქნება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გამრიცხველიანობის შემდეგ ეკონომიურად მოხმარებული წყლის გამო კომპანიის შემოსავლის შემცირება, და აღნიშნა, რომ კომისიის საბოლოო მიზანი არის არა ტარიფების შემცირება ან გაზრდა, არამედ სამართლიანი ტარიფების დადგენა.


მოდერატორმა ნინო ევგენიძემ დასვა კითხვა, რამდენად იქნება ახალ მეთოდოლოგიაში გათვალისწინებული ისეთი კრიზისული სიტუაციები, როგორიცაა ლარის გაუფასურება, და რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს, რომ უფრო მომგებიან გახადოს ბიზნესი ინვესტორებისთვის.


გივი სანიკიძის თქმით, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ტარიფების შედარებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაღალი ტარიფები მოიაზრებს მოწესრიგებულ ქსელს და განხორციელებულ ინვესტიციებს, რაც შემდგომ აისახება ტარიფებში. ახალი მეთოდოლოგიის მიზანი იქნება, ინვესტორმა ამოიღოს თანხა ტარიფებით, ხოლო დღეს არსებული ტარიფები მოცემულობების ადეკვატურია. გივი სანიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ მეთოდოლოგია უნდა პასუხობდეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, და თუ კომპანია გაწერილზე მეტს დახარჯავს ისეთი მიზეზით, როგორიცაა ინფლაცია, კომისია აანაზღაურებს. გივი სანიკიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეთოდოლოგიის შეცვლის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ექსპერტების, კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ჩართულობაზე და ყველა საკითხის არგუმენტირებულ განხილვაზე.


მეორე გამომსვლელმა, ნუგზარ კევლიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიზანია ყველას ქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება, თუმცა კომპანიას განვითარების მხრივ აქვს პრობლემები, რადგან ტარიფები არ იზრდება და აღებულია უამრავი სესხი. ბ-ნი ნუგზარის თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი გამრიცხველიანობაა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის მხრიდან წყლის ეკონომიურ ხარჯვას. მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს კომპანიის პრივატიზაცია, ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ, თუმცა ეს ახლო მომავლის პერსპექტივა არ იქნება, რადგან სანამ არ მოხდება რეაბილიტაცია, ძნელი იქნება ინვესტორების დაინტერესება. ბ-ნმა ნუგზარ კევლიშვილმა ასევე აღნიშნა ამ დარგის სპეციალისტების ახალი თაობის ნაკლებობა და საჭიროება.

 

პანელის მესამე მოხსენება გააკეთა გერმანული საინჟინრო კომპანია Fichtner Management Consulting-ის წარმომადგენელმა მარია ბელოვამ, რომელმაც წარმოადგინა თბილისში წყალმომარაგების სექტორის სატარიფო რეგულირებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის კვლევის შედეგები. კვლევაში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება (WACC) წყალმომარაგების სექტორში, ევროკავშირის ნორმები და რეგულაციები, სუბსიდიები, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით ტერიტორიების ზონებად დაყოფა, სატარიფო რეგულაციების მეთოდოლოგიის შემუშავების სახელმძღვანელო პრინციპები და სხვ.


ბოლო, მესამე პანელი, დაეთმო საკანონმდებლო რეგულაციებს წყალმომარაგების სფეროში და მას მოდერაცია გაუწია USAID-ის კონტრაქტორი პროგრამის „მმართველობა განვითარებისთვის“ წყლისა და ენერგეტიკის კომპონენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა. პანელის გამომსვლელები იყვნენ ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, ქ. თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრი გოჩა შონია, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ელისო ბარნოვი და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე. მესამე პანელის განმავლობაში სემეკის წარმომადგენელმა ისაუბრა კომისიის საკანონმდებლო საფუძველზე და კომისიის ძირითად ფუნქციებზე, ქ. თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა ნინო სულხანიშვილმა მიმოიხილა თბილისის ეკოლოგიის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება, ხოლო სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა კახა სოხაძემ წარმოადგინა სასმელი წყლის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შედეგები.

 

 იხილეთ ფოტოგალერეა

 იხილეთ პირველი პანელის ვიდეოჩანაწერი

 იხილეთ მეორე პანელის ვიდეოჩანაწერი

 იხილეთ მესამე პანელის ვიდეოჩანაწერი

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024