საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა ახალციხეში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 12 მაისი 2016

11 მაისს ახალციხეში 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის (OGP NAP) საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობისა ცენტრის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლობით შედგა.


“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურადაა ჩართული ‘პარტნიორობა ღია მმართველობისათვის’ საქმიანობაში. როგორც საჯარო კონსულტაციებში აქტიურად მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია, IDFI-ც წარმოდგენილი იყო აღნიშნულ შეხვედრაზე,“ განაცხადა IDFI-ს წარმომადგენელმა საბა ბუაძემ, რომელიც ახალციხეში გამართულ სამოქმედო გეგმის განხილვას ესწრებოდა. მისი თქმით, „ღია მმართველობის პარტნიორობის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა შემდეგ მნიშვნელოვან პრინციპებს დაეფუძნება: საჯარო სერვისების გაუმჯობესება; საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება; საჯარო რესურსების უკეთესი მართვა; უსაფრთხო გარემოს შექმნა; და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.“ (IDFI-ს რეკომენდაციები ახალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით).


დამსწრე ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამცხე ჯავახეთში ღია მმართველობის კუთხით არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს. მათი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ საკითხებია. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფორმაცია სხვადასხვა სოციალური პროექტების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობამდე ხშირად არ მიდის, რაც მათ ნაკლებ ჩართულობას განაპირობებს.


დასახელებულ პრობლემათა შორის გამოიკვეთა განათლების სისტემის ჩაკეტილობა. როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,დემოკრატ მესხთა კავშირის’’ დირექტორმა ჯაბა ნათენაძემ განაცხადა, მათ ხშირად არ აძლევენ უფლებას ახალციხის რაიონის სკოლებში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელონ.


მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემური საკითხები, რომლებიც უშუალოდ ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და რიგითმა მოქალაქეებმა დაასახელეს, სამოქმედო გეგმაში აისახება. როგორც ინიციატივა ,,პარტნიორობა ღია მმართველობისთვის’’ ეროვნულმა კოორდინატორმა, მარიამ თუთბერიძემ განაცხადა, მსგავსი სახის საჯარო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, ბიზნესმენებთან თუ რიგით მოქალაქეებთან.


ინიციატივას ,,პარტნიორობა ღია მმართველობისათვის’’ მხარს USAID-ის პროექტი ‘’დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში’’ უჭერს. იგი ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და უმთავრეს მიზნად საქართველოს მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024