გიორგი კლდიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 26 იანვარი 2015

დღეს, 26 იანვარს, 16:00 საათზე, ფონდში „ღია საზოგადოება საქართველო“ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი გამართავს პრესკონფერენციას, სადაც ისაუბრებს მისი საქმის დეტალებზე და გააკეთებს რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას.

 

საქალაქო სასამართლოს 15 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიორგი კლდიაშვილის სისხლის სამართლის დევნა შეწყდა, ბრალდების მხარემ მისთვის მინიჭებულ ვადაში გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ 23 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული საჩივარი არ დაეკმაყოფილებინა.


შეგახსენებთ, რომ გიორგი კლდიაშვილი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 2014 წლის 12 დეკემბერს მაშინ დააკავა, როდესაც საკოლექციო იარაღი ხელოსანთან შესაკეთებლად გადაჰქონდა. იარაღი იყო დაშლილ მდგომარეობაში, იდო მანქანის საბარგულში ტყვიების გარეშე. იარაღი ეკუთვნოდა გიორგი კლდიაშვილს, თუმცა, მას არ ჰქონდა აღებული ნებართვა შსს-ს მომსახურების სააგენტოდან მისი გადატანის შესახებ. გიორგი კლდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წაუყენეს.


15 იანვარს გამართულ პროცესზე საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილი კანონმდებლობის დარღვევით იყო მოპოვებული, საჩივარი არ დააკმაყოფილა და კლდიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა.


IDFI მიიჩნევს, რომ აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და დადგინდეს თუ როგორ მოხდა ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა მოპოვება.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024