მედია.Ge

IDFI მედიაში 28 თებერვალი 2013
28 თებერვალი, 2013 - 13:58

IDFI “მეცხრე არხს” პროფესიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს

IDFI

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) ტელეკომპანია “მეცხრე არხს” მოუწოდებს პროფესიული სტანდარტების გათვალისწინებით მიუდგნენ საკუთარ ჟურნალისტური მოვალეობების შესრულებას და ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციით, შეცდომაში არ შეიყვანონ საკუთარი მაყურებელი.

IDFI  -ის მიერ დღეს, 28 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 25 თებერვალს “მეცხრე არხის” მიერ  გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამება სინამდვილეს და არ ასახავს IDFI-ს მიერ მომზადებული სტატიის შინაარს.

IDFI- ს ცნობით, “მეცხრე არხის” სიუჟეტში, ყოველთვიური პრემიები,  წამყვანი ამბობს შემდეგ ტექსტს: ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. გაგა მკურნალაძე, დავით ჭაკუა, გიორგი ავსაჯანიშვილი-ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თვის ბოლოს გაორმაგებული ან გაოთხმაგებული ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებდნენ. თანხა ექს-მინისტრ კალმახელიძის პირადი გადაწყვეტილებით გაიცემოდა."  თავად სიუჟეტს ჰედლაინი კი იყო წარწერა: "წამებაში ბრალდებული პირები ყოველთვიურად 5 ათას ლარამდე პრემიას იღებდნენ".

IDFI- აცხადებს, რომ ინფორმაცია მიიღო და გამოაქვეყნა მხოლოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე დავით ჭაკუაზე.  სიუჟეტში ჩამოთვლილი სხვა პირების  შესახებ კი  ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მას არ მიაწოდა, რაც IDFI- ის სტატიიდანაც ირკვევა.   

მეცხრე არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, იმედა დარსალია media.ge- თან საუბრისას აცხადებს, რომ IDFI-ის ბრალდება უსაფუძვლოა. “არ ვეთანხმები რასაც ისინი ამბობენ. ერთმანეთს დააკავშირეს რაღაცეები და შექმნეს სხვა შინაარსი”- ამბობს დარსალია. მისივე განმარტებით, ის პრობლემას ხედავს მხოლოდ ტიტრში, სადაც მისი თქმით, მრავლობითში არ უნდა ყოფილიყო ნახსენები სიტყვა “პირები”. “ეს იყო ტექნიკური შეცდომა, კარგი იქნებოდა რომ ეს არ ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზამთ. დანარჩენი ბრალდება უსაფუძვლოა. იმ პირების სახელები კი მათ სტატიაში იყო ნახსენები”- ამბობს დარსალია.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024