რეპორტიორი

IDFI მედიაში 19 მარტი 2014

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები შს მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრთან დიალოგის გამართვას ითხოვენ.

კამპანიის ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან ფარული მიყურადების პრობლემურ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრა გამართონ. ამის შესახებ არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს რეგულირება პირად მონაცემთა დაცვის კუთხით და მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. კამპანიაშიეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" ჩართული ორგანიზაციები, მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების გათვალისწინებით, მზად ვართ შევხვდეთ უწყების ხელმძღვანელ პირებს, რათა მოხდეს მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების გაცვლა ფარულ მიყურადებებზე შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ. განცხადებას რამდენიმე ათეული ორგანიზაცია უერთდება. შსს- წარმომადგენლებთან შეხვედრის ინიციატორები შემდეგი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაცია; „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"; კონსტიტუციის 42- მუხლი; ფონდიღია საზოგადოება - საქართველო"; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; „ლიბერალური აკადემია თბილისი"; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რამდენიმე ათეული ორგანიზაცია უერთდება.

 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ 6 მარტს განაცხადა, რომ ფარული მიყურადებებისა და თვალთვალის პრობლემურ საკითხებზე უწყება სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზად არის.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024