BPI

IDFI მედიაში 8 ნოემბერი 2013

 

IDFI - ჯარიმებიდან და საპროცესო შეთანხმებიდან ბიუჯეტში გადარიცხული თანხები 54,7 მილიონ ლარს აჭარბებს
 
 08/11/2013
 
თბილისი (BPI) -  9 თვის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმეებზე დაკისრებული ჯარიმების, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის, გირაოსა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების მთლიანმა მოცულობამ 54 მილიონ 700 ათას ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) იუწყება.
 
 
 
თუმცა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ხელმიუწვდომელია. IDFI-იმ შესაბამისი თხოვნით აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2013 წლის 25 სექტემბერს მიმართა,მაგრამ უწყებაში განუცხადეს, რომ მონაცემების აღრიცხვას განცალკევებით აღარ აწარმოებენ.
 
IDFI-ში აცხადებენ, რომ გასულ წლებში მსგავსი ტიპის ინფორმაციის მიღება პრობლემას არ წარმოადგენდა. ორგანიზაციის ინფორმაციის მიხედვით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხებმა 2009 წელს 8 მილიონ 40 ათასი ლარი, 2010 წელს 42 მილიონ 360 ათასი ლარი, 2011 წელს 51 მილიონი ლარი, ხოლო 2012 წელს 38 მილიონ 628 ათასი ლარი შეადგინა. 
 
”საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციაზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, IDFI მოუწოდებს აღსრულების ეროვნული ბიუროს, აღადგინოს აღნიშნული მონაცემების განცალკევებით აღრიცხვა, რათა საზოგადოების მხრიდან ეს ფაქტი აღქმული არ იქნას როგორც მონაცემების დაფარვის მცდელობა და საბოლოოდ გადაიჭრას საპროცესო შეთანხმებების შედეგად ბიუჯეტში გადარიცხული თანხების გაუმჭვირვალობის პრობლემა", - ნათქვამია სტატიაში.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024