geonews.ge

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

IDFI ყველაზე ანგარიშვალდებულ და დახურულ საჯარო დაწესებულებებს ასახელებს

 
12.09.2013 
 
 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2012-2013 წლებში ყველაზე ანგარიშვალდებულ და დახურულ საჯარო დაწესებულებებს ასახელებს. 
ორგანიზაციის მონაცემებით, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
აღნიშნულ დაწესებულებებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.
ორგანიზაციის მიხედვით, ინფორმაციის გაცემის მხრივ  დახურულ დაწესებულებად დასახელდა მთავრობის კანცელარია, სემეკი, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ღონისძიება სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.   დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“-ს ფარგლებში მოხდა.
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024