IDFI - მარნეულში საჯარო ინფორმაციის მიმართ საზოგადოების დაინტერესებას ცდილობს
30.07. 2013
დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან, მედიასა და აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამართა. ორგანიზაცია USAID-ის დახმარებით ცდილობს აამაღლოს მოქალაქეთა ინტერესი საჯარო ინფორმაციის მიმართ და უზრუნველყოს მათი მაქსიმალური ჩართულობა ამ კუთხით კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების დროს.
,,მოგეხსენებათ საჯარო ინფორმაციის კუთხით ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში 2012 წელს შევიდა. რაც იმას გულისხმობს, რომ საჯარო დაწესებულებებმა საჯარო ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდებზე. აღნიშნული კანონის იმპლემენტაცია დაევალა იუსტიციის სამინისტროს და შესაბამისი მთავრობის დადგენილება უნდა შეიქმნას, რომელიც ამოქმედდება 2013 წლის 1 სექტემბრიდან", - საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელი, ლევან ავალიშვილი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იაქტიუროს და ხელიშეუწყოს მისთვის მაქსიმალურად მისაღები და სასიკეთო მთავრობის დადგენილების შექმნას.
კითხვაზე კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები შეეხებათ, თუ არა მუნიციპალიტეტებს, ამბობს რომ კანონით მთავრობის დადგენილება ვერ განუსაზღვრავს დამატებით ვალდებულებებს თვითმმართველობებს.
,, თუმცა მიუხედავად ამისა საზოგადოებას თავისი აქტიურობით შეუძლია ხელიშეუწყოს იმას, რომ თვითმმართველობებმა მიიღონ ერთგვარი ნუსხა იმ საჯარო ინფორმაციებისა, რომელთა გამოქვეყნების ვალდებულებასაც აიღებენ", - დასძენს ავალიშვილი.
შეგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, სექტემბრიდან საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება ყველა საჯარო დაწესერბულებასთან ერთად რეგიონის რწმუნებულების სამსახურსაც დაეკისრებათ. შეეხება, თუ არა ცვილები საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით თვითმმართვაელობებსაც ჯერ უცნობია.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელსშეუწყო გამჭვირვალე მმართველობას. მათი განმატებით მიუხედავად ამ ცვლილებებისა ყველა საჯარო უწყებას უნდა ახსოვნდეს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული და მოქალქე იმავე დოკუმენტს ითხოვს, ის ვალდებულია ინფორმაცია პირადად მოქალაქეს მისთვის მოსახერხებელი ფორმით მიაწოდოს.
IDFI - 3 წლის მანძილზე საქართველოს ყველა საჯარო დაწესებულებებიდან სისტემატიურად ითხოვს ინფორმაციას. მათი სტატისტიკის თანახმად ქვემო ქართლის რეგიონში ინფორმაციის ამომწურავად და შესაბამის ვადებში გაცემის კუთხით - დმანისის მუნიციპალიტეტი ლიდერობს.
ზოგადი სტატისტიკით კი ახალი მთავობის მოსვლის შემდეგი ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი 90% აღწევს. IDFI აცხადებს, რომ ეს უდავოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა შესაძლებელია საქმე აქვთ იმ რეალობასთან, როდესაც ახალ მთავრობას ეადვილება მის წინამორბედზე ინფორმაციის გაცემა. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება შემდგომში, უკვე მისი საქმიანობის ამსახველი საჯარო ინფორმაციის გაცემას