ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი

IDFI მედიაში 11 ოქტომბერი 2013

 

IDFI - მარნეულში საჯარო ინფორმაციის მიმართ საზოგადოების დაინტერესებას ცდილობს
30.07. 2013
 
დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ სამოქალაქო სექტორთან, მედიასა და აქტიურ მოქალაქეებთან შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამართა. ორგანიზაცია USAID-ის დახმარებით ცდილობს აამაღლოს მოქალაქეთა ინტერესი საჯარო ინფორმაციის მიმართ და უზრუნველყოს მათი მაქსიმალური ჩართულობა ამ კუთხით კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების დროს.
 
,,მოგეხსენებათ საჯარო ინფორმაციის კუთხით ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში 2012 წელს შევიდა. რაც იმას გულისხმობს, რომ საჯარო დაწესებულებებმა საჯარო ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნონ საკუთარ ვებგვერდებზე. აღნიშნული კანონის იმპლემენტაცია დაევალა იუსტიციის სამინისტროს და შესაბამისი მთავრობის დადგენილება უნდა შეიქმნას, რომელიც ამოქმედდება 2013 წლის 1 სექტემბრიდან", - საუბრობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელმძღვანელი, ლევან ავალიშვილი.
 
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იაქტიუროს და ხელიშეუწყოს მისთვის მაქსიმალურად მისაღები და სასიკეთო მთავრობის დადგენილების შექმნას.
 
კითხვაზე კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები შეეხებათ, თუ არა მუნიციპალიტეტებს, ამბობს რომ კანონით მთავრობის დადგენილება ვერ განუსაზღვრავს დამატებით ვალდებულებებს თვითმმართველობებს.
 
,, თუმცა მიუხედავად ამისა საზოგადოებას თავისი აქტიურობით   შეუძლია ხელიშეუწყოს იმას, რომ თვითმმართველობებმა მიიღონ ერთგვარი ნუსხა იმ საჯარო ინფორმაციებისა, რომელთა გამოქვეყნების ვალდებულებასაც აიღებენ", - დასძენს ავალიშვილი.
 
შეგახსენებთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, სექტემბრიდან საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება ყველა საჯარო დაწესერბულებასთან  ერთად რეგიონის რწმუნებულების სამსახურსაც დაეკისრებათ. შეეხება, თუ არა ცვილები საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით  თვითმმართვაელობებსაც ჯერ უცნობია.
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილებები ხელსშეუწყო გამჭვირვალე მმართველობას. მათი განმატებით მიუხედავად ამ ცვლილებებისა  ყველა საჯარო უწყებას უნდა ახსოვნდეს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული და მოქალქე იმავე დოკუმენტს ითხოვს, ის ვალდებულია ინფორმაცია პირადად მოქალაქეს  მისთვის მოსახერხებელი ფორმით მიაწოდოს.
 
IDFI -  3  წლის მანძილზე საქართველოს ყველა საჯარო დაწესებულებებიდან სისტემატიურად ითხოვს ინფორმაციას. მათი სტატისტიკის თანახმად ქვემო ქართლის რეგიონში ინფორმაციის ამომწურავად და შესაბამის ვადებში გაცემის კუთხით - დმანისის მუნიციპალიტეტი ლიდერობს.
 
ზოგადი სტატისტიკით კი ახალი მთავობის მოსვლის შემდეგი ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი 90% აღწევს. IDFI აცხადებს, რომ ეს უდავოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა შესაძლებელია საქმე აქვთ იმ რეალობასთან, როდესაც ახალ მთავრობას ეადვილება მის წინამორბედზე ინფორმაციის  გაცემა. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება შემდგომში, უკვე მისი საქმიანობის ამსახველი საჯარო ინფორმაციის გაცემას
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღონისძიებები ახმეტის მუნიციპალიტეტში 1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024