საჯარო ინფორმაციის ონლაინ რესურს ბაზის პრეზენტაცია

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 ოქტომბერი 2010

giorgi

28 სექტემბერს  ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან  დაკავშირებით “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” გამართა ახალი პროექტის “საჯარო ინფორმაციის ონლაინ რესურს ბაზა“ პრეზენტაცია.

პროექტი დაფინანსებულია ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ და  ითვალისწინებს ახალი ვებ გვერდის შექმნას, სადაც განთავსდება ინსტიტუტის მიერ მოპოვებული საჯარო ინფორმაციები თემატიკის მიხედვით. პრეზენტაციაზე პროექტის დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ასევე ისაუბრა პროექტის მედია კომპონენტზეც. მისი თქმით პროექტის ფარგლებში იგეგმება მედია კლუბის შექმნა, რაც ითვალისწინებს მედიის წარმომადგებლებთან რეგულარული დიალოგის ფორმატის შექმნას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მედიის გამოდილების ურთიერთგაცვლას და მედიის ჩართულობას და ასევე მედიის წარმომადგენლების დახმარებას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით.
 
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების  ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა  ფონდ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“  და არასამთავრობო ორგანიზაცია „ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების არქივის“ მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგის“ პირველადი შედეგები. მისი თქმით ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარდა 5 სამინისტროს (შსს, საგარეო საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვის,  გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების) და 13 შესაბამისის სსიპ-ის მონიტორინგი. მონიტორინგის პირველადი შედეგების მიხედვით ოფიციალური ვებ-გვერდების ინტერნეტ-გამჭირვალობის ინდექსი არ აჭარბებს 30%-ს. კვლევის ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი რეიტინგი მიენიჭა „ადამიანითა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ (8.72%). ხოლო ყველაზე მაღალი რეიტინგით დაფიქსირდა „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო“ (პროცენტული მაჩვენებელი - 31.68).
შეხვედრის დასასრულს გიორგი კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგენს კვლევის საბოლოო შედეგებს.

 

თანდართული ფაილები:

sajaro uwyebebis veb-resursebis monitoringi  საჯარო უწყებების ვებ-რესურსების მონიტორინგი

sajaro informaciis onlain resurs baza  საჯარო ინფორმაციის ონლაინ რესურს ბაზა

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024