ახალი წიგნის პრეზენტაცია

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 23 თებერვალი 2011

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” წიგნის - „ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში“   პრეზენტაციას გამართავს. წიგნი ღია საზოგადოების ინსტიტუტის (Open Society Institute)  და ეროვნული უსაფრთხოების არქივის (The National Security Archive) მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს საჯარო დაწესებულებების  საინფორმაციო  რესურსების მონიტორინგი“ ფარგლეში გამოიცა.

წიგნი ეხება ელექტრონული მმართველობის და ელექტრონული გამჭვირვალობის განვითარების ტენდენციებს საქართველოში და მსოფლიოში, ასევე ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ვებ-გვერდების ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხის მონიტორინგის შედეგებს.

დამსწრე საზოგადოება, ასევე, გაეცნობა IDFI-ის კიდევ ერთ გამოცემას, რომელიც ეხება საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.   პროექტი „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“, რომელის ფარგლებშიც განხორციელდა ბიულეტენის გამოცემა, დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ.

პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლები.
 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024