რეგიონული საინფორმაციო კამპანია - საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა - ქ.გორი

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ადგილობრივი მმართველობა 21 სექტემბერი 2023

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს საინფორმაციო რეგიონულ კამპანიას საჯარო-კერძო დიალოგის ხელშეწყობის და არასამთავრობო სექტორის მუნიციპალური ბიუჯეტირების/მუნიციპალური დადგენილებების შემუშავების პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით. 

 

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 2023 წლის 20 სექტემბერს, პირველი შეხვედრა გაიმართა ქ. გორში წარმოდგენილ არასამთავრობო სექტორთან. 

 

შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეები გაეცნენ პროექტის მიზნებს, ხარისხის შეფასების მექანიზმს და ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის 2021-2022 წლის შეფასების შედეგებს, ასევე, განიხილეს/შეარჩიეს მუნიციპალური აქტები, რომელთა  შემუშავების პროცესშიც საჯარო-კერძო დიალოგის ხარისხის შემდეგი შეფასება უნდა განხორციელდეს.

 

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ტრენინგს - ბიუჯეტირების პროცესის თაობაზე. დამსწრე საზოგადოებამ მიიღო ინფორმაცია საბიუჯეტო ციკლის, მონაცემების ხელმისაწვდომობის,  სამოქალაქო სექტორის ჩართულობის ფორმებსა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების როლის შესახებ.

 

რეგიონული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, IDFI, სექტემბერი-ოქტომბრის თვეებში, შეხვედრებს გამართავს ექვს მუნიციპალიტეტში - გორში, რუსთავში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში. 

 

საინფორმაციო კამპანია ხორციელდება პროექტის „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით“ ფარგლებში.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024