IDFI მედიაში

IDFI ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული მმართველობის უზრუნველყოფას. ამ პროცესში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მედია (როგორც მას ხშირად უწოდებენ) წარმოადგენს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ ინსტიტუტს. შესაბამისად, IDFI-ის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და მიზანს ჟურნალისტთებთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს.

 

მედიასთან პარტნიორობის გზით, IDFI როგორც ანალიტიკური და ხელისუფლების მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუტის და მისი პარტნიორების გზავნილების თუ პუბლიკაციების რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიტანას.

 

ამ რუბრიკაში წარმოგიდგენთ მედია გაშუქების მიმოხილვას, IDFI-ის მიერ მომზადებულ იმ კვლევითი მასალების თუ ხელისუფლების მაკონტროლებელი აქტივობების შესახებ, რომლებიც საზოგადოების ფართო ინტერესის და ხელისუფლების მხრიდან განხილვის/ქმედითი რეაქციის მიზეზი გახდა. თითოეული საკითხის შემთხვევაში ამორჩეული და წარმოდგენილია მხოლოდ ყველაზე ამომწურავი სიუჟეტები.

4 მაისი 2016 image

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებული და შეუსრულებელი ვალდებულებები - მედია მიმოხილვა

22 აპრილი 2016 image

ოფშორული კომპანიები საქართველოში - რისკები და რეკომენდაციები - მედია მიმოხილვა

11 აპრილი 2016 image

IDFI - გრიფით საიდუმლო 9 აპრილის შესახებ - მედია მიმოხილვა

10 აპრილი 2016 image

IDFI - ის კვლევა ‘’ფარული მიყურადება საქართველოში 2015-2016’’ - მედია გაშუქება

30 მარტი 2016 image

რუსული არხების პოპულარობა და მისია საქართველოში

8 თებერვალი 2016 image

მედია გაშუქება - საერთაშორისო ფორუმი: საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები

14 დეკემბერი 2015 image

IDFI-მ ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებები გამოავლინა - მედია გაშუქება

1 დეკემბერი 2015 image

დისკუსიის მედია გაშუქება - დისკუსია - საჯარო სამსახურის რეფორმა: ცვლილებები და პერსპექტივები

3 ნოემბერი 2015 image

საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციულმა ჯგუფმა ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდო მოიპოვა - მედია გაშუქება

15 ოქტომბერი 2015 image

პროექტის მედია გაშუქება - ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა (2015)