IDFI მედიაში

IDFI ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული მმართველობის უზრუნველყოფას. ამ პროცესში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მედია (როგორც მას ხშირად უწოდებენ) წარმოადგენს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სოციალურ ინსტიტუტს. შესაბამისად, IDFI-ის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და მიზანს ჟურნალისტთებთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს.

 

მედიასთან პარტნიორობის გზით, IDFI როგორც ანალიტიკური და ხელისუფლების მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოვლენებთან დაკავშირებით ინსტიტუტის და მისი პარტნიორების გზავნილების თუ პუბლიკაციების რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიტანას.

 

ამ რუბრიკაში წარმოგიდგენთ მედია გაშუქების მიმოხილვას, IDFI-ის მიერ მომზადებულ იმ კვლევითი მასალების თუ ხელისუფლების მაკონტროლებელი აქტივობების შესახებ, რომლებიც საზოგადოების ფართო ინტერესის და ხელისუფლების მხრიდან განხილვის/ქმედითი რეაქციის მიზეზი გახდა. თითოეული საკითხის შემთხვევაში ამორჩეული და წარმოდგენილია მხოლოდ ყველაზე ამომწურავი სიუჟეტები.

7 ივნისი 2018 image

საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო ღიაობის რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაასრულა

29 მაისი 2018 image

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგები და კანონპროექტის პრეზენტაცია

7 მაისი 2018 image

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკის ანალიზი

1 მაისი 2018 image

IDFI-იმ ევროკავშირის დახმარებით ახალი პროექტი დაიწყო

16 მარტი 2018 image

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი

15 იანვარი 2018 image

თავშესაფრის მაძიებლები საქართველოში - 2012-2017

10 ოქტომბერი 2017 image

ქ. თბილისის საკრებულოს ავტომობილების გამოყენების პრაქტიკა

21 ივნისი 2017 image

საკონსტიტუციო სასამართლომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტი დააწესა

8 მაისი 2017 image

კერძო-საჯარო დიალოგი კანონპროექტების შემუშავების საწყის ეტაპზე

1 მაისი 2017 image

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებული სიახლეების შეფასება