IDFI - გრიფით საიდუმლო 9 აპრილის შესახებ - მედია მიმოხილვა

სიახლეები | IDFI მედიაში 11 აპრილი 2016

9 აპრილის ტრაგედიიდან 27 წლის შემდეგ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტი (IDFI) პირველად აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების საარქივო ფონდებში დაცულ საიდუმლო დოკუმენტებს. დოკუმენტები წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამისი სტრუქტურებისა თუ სამსახურების მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს, რომელიც 1989 წლის აპრილში განვითარებულ მოვლენებს ეხება.


IDFI-მ აღნიშნული დოკუმენტაციის მოპოვება ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული უსაფრთხოების არქივთან თანამშრომლობით შეძლო. მასალები, რომლებიც ქრონოლოგიური მიმდევრობით ასახავს აპრილის თვეში განვითარებულ მოვლენებს დღემდე გრიფით საიდუმლოს წარმოადგენდა, რომელიც 1989 წლიდან აშშ-ს სახელმწიფო არქივებში იყო დაცული.


IDFI-ს მიერ მოპოვებულ და გასაჯაროებულ მასალებზე დაყრდნობით ტელეკომპანია იმედმა სპეციალური სიუჟეტი მოამზადა გადაცემა ‘’იმედის დრო’’-ში. სიუჟეტში მოთხრობილია თუ როგორ აკვირდებოდა აშშ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს რუსეთში არსებული საკონსულოს საშუალებით. ტელეკომპანია იმედთან საუბრისას, გიორგი კლდიაშვილი აღნიშნავს, რომ დოკუმენტების ნაწილი მათივე შინაარსიდან გამომდინარე ჯერ კიდევ დაფარულია. თუმცა, უმეტესობა მათგანი ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის. ამავე სიუჟეტში, გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე საუბრისას, ლევან ავალიშვილი ყურადღებას ამახვილებს აშშ-ს მაშინდელ საგარეო პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებით, რომელიც დიდ წილად ეყრდნობოდა რუსული წყაროების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.


9 აპრილის მასალებს ასევე გამოეხმაურა ტელეკომპანია აჭარა და პირველი არხი. ლევან ავალიშვილი პირველ არხთან საუბრისას კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას აშშ-ს მაშინდელ განწყობებსა თუ დამოკიდებულებაზე, რომელიც არასწორი ინფორმაციის გამო ჩამოყალიბდა. სიუჟეტში საუბარია ყველა იმ მნიშვნელოვან პუნქტზე, რომელიც დოკუმენტებშია მოცემული, მათ შორის ზვიად გამსახურდიას სურვილზე, ცხრა აპრილის მოვლენების შესწავლაში გაეროს ჩართვასთან დაკავშირებით.


ტელეკომპანია კავკასია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დოკუმენტებში ასახულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: საბჭოთა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის ვალიდურობას და ზვიად გამსახურდიას შეფასებებს, აპრილში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.


რადიო აფხაზეთის ხმა საინფორმაციო გამოშვებაში მოკლედ მიმოიხილავს გამოქვეყნებული დოკუმენტების შინაარსს. IDFI-ს მიერ აპრილის მოვლენების ამსახველი საიდუმლო მასალების შესახებ წერს სხვადასხვა საინფორმაციო პორტალი: 

 

www.ick.ge,  

www.newposts.ge,

www.ghn.ge,

www.info9.ge

www.netgazeti.ge, 

www.news.ge

www.liberali.ge, 

www.batumelebi.netgazeti.ge, 

www.accent.com.ge, 

www.ipress.ge

www.commersant.ge

www.sknews.ge, 

www.marshalpress.ge

www.psnews.ge,

www.gurianews.ge,

www.medianews.ge,

www.commersant.ge.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022