ღია მიმართვა: რატომ არის მნიშვნელოვანი ძლიერი, ანგარიშვალდებული ინსტიტუტები

სიახლეები | განცხადებები 22 იანვარი 2015

ჩვენ, მოცემული დოკუმენტის ხელმომწერებს, მტკიცედ გვწამს, რომ ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტები უმნიშვნელოვანესია სიღარიბის დაძლევისა და ჩვენი პლანეტის დაცვისთვის.


ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ კონკრეტული მიზანი, რომელიც ეპასუხება ამ გადაუდებელ საჭიროებას, უამრავი მიზეზის გამო პოსტ-2015 განვითარების გეგმის არსებით კომპონენტს წარმოადგენს.


მსოფლიოს მილიონობით ადამიანი, უფრო კონკრეტულად, ახალგაზრდები, მოითხოვენ უფრო ღია და ანგარიშვალდებულ მმართველობას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 7 მილიონ ადამიანზე მეტისთვის „გულწრფელი და პასუხისმგებლიანი მთავრობა“ ერთ-ერთი მთავარი პუნქტია განვითარებისთვის აუცილებელ პირველ 4 მთავარ პრიორიტეტს შორის.


პოსტ-2015 განვითარების გეგმამ უნდა უპასუხოს ამ უმნიშვნელოვანეს საჭიროებას და მისცეს საშუალება ყველას, განსაკუთრებით მარგინალიზებულებსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეში მცხოვრებთ, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე.


სიღარიბის აღმოსაფხვრელად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად მთავრობებმა, კერძო კომპანიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა, ჩართულობა და ანგარიშვალდებულების ხარისხი.


ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ ღია საზოგადოებებს, თავისუფალ მედიას,გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, სამართლებრივ გაძლიერებასა და კანონის უზენაესობას.


კორუფცია არსებობს მსოფლიოს ყველა კუთხეში და ნებისმიერი შემოსავლის მქონე ქვეყანაში. განვითარებულ ქვეყნებს ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რათა მათ ტერიტორიაზე კორუფციამ არ ჰპოვოს საიმედო თავშესაფარი.


გამომდინარე იქიდან, რომ მექრთამეობასა და განვითარების რამდენიმე უმთავრეს ინდიკატორს შორის ძლიერი ურთიერთკავშირი არსებობს, კარგი მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს მთავარ პრიორიტეტებს 2015 წლის სექტემბერში სამომავლო განვითარების მთავარი მიზნების დასახვისას.


2013 წელს გაეროს უმაღლესი კოლეგიის რეკომენდაციით პოსტ-2015 განვითარების გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი კარგი მმართველობის დამკვიდრება უნდა ყოფილიყო. 2014 წელს მდგრადი განვითარების მიზნებზე მომუშავე ღია ჯგუფის მოწოდებით აუცილებელი იყო ეფექტური, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური დაწესებულებების არსებობა.


ჩვენ მოვუწოდებთ გაეროს გენერალური ასამბლეისმდივნსა და სხვა წევრებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ამ მოწოდებას.


2030 წელს ჩვენ გვსურს ვიხილოთ სამყარო, სადაც გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, ეფექტური და ინკლუზიური ინსტიტუტები მონაწილეობას მიიღებენ სიღატაკის აღმოფხვრაში და დაიცავენ ჩვენს პლანეტას მომავალი თაობებისთვის.


ახლა, ისე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რათა განვამტკიცოთ კარგი მმართველობა მდგრადი განვითარების გეგმებს შორის.


გთხოვთ, შემოგვიერთდეთ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024