ღია მმართველობა საქართველო – საჯარო კონსულტაციები 2014

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 17 მარტი 2014

2014 წლის 15 მარტიდან საქართველოს მთავრობა ქვეყნის მასშტაბით საჯარო კონსულტაციებს მართავს. შეხვედრები  მიზანად ისახავს,  საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.

შეხვედრების მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს მოქალაქეთა საჭიროებებს.

 

შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. რეკომენდაციები საჯარო კონსულტაციების მოწყობის თაობაზე ღია მმართვველობის ფორუმის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების  მიერ მომზადდა და მიეწოდა მთავრობას.  არასამთავრობოების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ საჯარო კონსულტაციებში და  იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მართავენ შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

შეხვედრები ადმინისტრაციულ ცენტრებში იმართება ადგილობრივი მედიის, არასამთავრობოების, თვიმმართველობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესში ჩართული არიან უმაღლესი სასწავლებლები, სკოლები, პროფკავშირები, ბიბლიოთეკარები, უმცირესობები  და ადგილობრივი  ბიზნესის წარმომადგენლები.

შეხვედრის ორგანიზატორები ინიშნავენ ყველა იდეას, მოსაზრებასა და საზოგადოების მოთხოვნას. მთავრობა ორწლიან სამოქმედო გეგმას სწორედ სამოქალაქო და ფართო საზოგადოების მოსაზრებების და საჭიროებების  გათვალისწინებით შეიმუშავებს.

მოქალაქეებს მთავრობისთვის საკუთარი ხედვების და იდეების მიწოდება შეუძლიათ ასევე იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით. სამინისტროს გვერდზე განთავსებულია ღია მმართველობა საქართველოს ბანერი, რომელსაც  გადავყავართ სპეციალურ  გვერდზე, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებისა და პრიორიტეტების შესახებ. ასევე წარმოდგენილია პირველი სამოქმედო გეგმა და მისი შესრულების ანგარიში. მიწერის ფორმის ან ელ-ფოსტის გამოყენებით მოქალაქეებს შეუძლიათ გაგზავნონ საკუთარი მოსაზრებები, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, რომ მთავრობა გახდეს კიდევ უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.

საჯარო კონსულტაციები 15 მარტს კახეთის რეგიონით დაიწყო და 15 აპრილამდე გაგრძელდება. შეხვედრები გაიმართება თბილისში, ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა ქალაქებში.


ღიამმართველობასაქართველოს 2014 წლისსაჯაროკონსულტაციებისგანრიგი

კახეთი

თელავი

  • გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული უნივერსიტეტის ქუჩა N1), 15 მარტი 11:00-13:00
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ვაჟა–ფშაველას ქ. 3), 15 მარტი, 15:00-17:00

საგარეჯო

  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (რუსთაველის ქ. 240 ), 15 მარტი, 11:00-13:00

სოფელიშაშიანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)

  • საზოგადოებრივი ცენტრი, 15 მარტი, 12:00-14:00

ქართლი

გორი

  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (სტალინის ქ. 7), 17 მარტი, 12:00-14:00

რუსთავი

  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (კოსტავას ქ. 22), 19 მარტი, 11:00-13:00

მარნეული

  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (გიორგაძის ქ. 1), 19 მარტი, 11:00-13:00

 

კახეთი

ყვარელი

  • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (ილიას გორა), 20 მარტი; შეხვედრა ჟურნალისტებთან

 

იმერეთი

ქუთაისი

  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (პუშკინის ქ. 6), 22 მარტი, 12:00-14:00
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თამარ მეფის ქ. 59), 16:00-18:00

სოფელი ხევი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი),

  • საზოგადოებრივი ცენტრი, 22 მარტი, 12:00-14:00
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024