ღია დისკუსია – საქართველოში სოციალური ქსელების გამოყენება

სიახლეები 4 დეკემბერი 2012

11 დეკემბერს, 12:00 საათზე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მართავს საჯარო დისკუსიას, რომელიც შეეხება, მოქალაქეების ჩართულობის მიზნით, საქართველოში პოლიტიკურ დისკუსიასა და დაგეგმვაში სოციალურ ქსელ Facebook-ის გამოყენების ეფექტურობას. მისამართი: მარჯანიშვილის ქ. N5, მესამე სართული.

discuss 1

შეხვედრაზე განიხილება რამდენად ჯეროვნად ხდება აღნიშნული ქსელის გამოყენება მოქალაქეებსა და სხვადასხვა დაწესებულებებსა თუ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კომუნიკაციის ასაგებად, საზოგადოების პრობლემების გასაჟღერებლად და იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.

 

განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• სოციალურ ქსელები და მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო პოლიტიკის ფორმულირებაში;
• საჯარო პოლიტიკაში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად Facebook -ის პლატფორმის გამოყენება.

 

აღსანიშნავია, რომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ 1 ივლისიდან ოთხი თვის მანძილზე, განახორციელა საქართველოს 19 საჯარო დაწესებულების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების ოფიციალური FACEBOOK გვერდების მონიტორინგი. დაკვირვების შედეგად გამოვლენილი პრობლემების საფუძველზე კვლევითმა ჯგუფმა შეიმუშავა სარეკომენდაციო პაკეტი.

 

შეხვედრის დასაწყისში ორგანიზატორები წარმოადგენენ კვლევის ძირითად შედეგებს, რის შემდეგაც გაიმართება ღია დისკუსია.

 

დისკუსია გადაცემულ იქნება პირდაპირ ეთერში არხზე „სამოქალაქო ინტერნეტ მაუწყებლობა ნაკადი“. მათ ვინც ვერ არხერხებს დისკუსიაზე უშუალოდ დასწრებას, შეუძლიათ ისარგებლონ ე.წ ჩატით, რომელიც არხის პანელის მარჯვნივაა განთავსებული. თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვა და გამოთქვათ მოსაზრება, რომელსაც მოდერატორი დისკუსიის მონაწილეებს მიაწვდის.

 

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის – „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) – ფარგლებში.

 

გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა შემდეგ ელ-ფოსტაზე: t.turashvili@idfi.ge. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024