ღია მმართველობის პარტნიორობამ თბილისში ჩატარებული კონფერენციის სრული ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 13 ოქტომბერი 2015

14-15 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ჩატარდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი კონფერენცია სახელწოდებით: ,,ღიაობის ვალდებულება: პარლამენტის სამოქმედო გეგმები, სტანდარტები და მეთოდები" (Committing to Openness: Parliamentary Action Plans, Standards, and Tools). კონფერენცია შედგა ღია მმართველობის პარტნიორობის მსოფლიო საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის (GLOW) ფარგლებში. მასში მონაწილეობას 32-მდე ქვეყნის უცხოელი დელეგატი, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ.


დაინტერესებული პირებისთვის, რომელთაც ვერ მოახერხეს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება, ღია მმართველობის პარტნიორობა აქვეყნებს კონფერენციის სრულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც მოცემულია ყველა პანელური დისკუსიებისა და მოხსენებების ჩანაწერი ინგლისურ ენაზე.


კონფერენციას ორგანიზებას უწევდა: საქართველოს პარლამენტი, OGP-ის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფი (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ჩილეს კონგრესი), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), აშშ-ს საერთაშორისო დახმარების სააგენტო (USAID), ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024