ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რეგიონული შეხვედრა დუბლინში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 აპრილი 2014

8-9 მაისს ირლანდიაში, დუბლინში გაიმართება ღია მმართველობის პარტნიორობის რეგიონული შეხვედრა. შეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ან წევრობის კანდიდატი ევროპული ქვეყნების მთავრობების, არასამთავრობო, საერთაშორისო, რეგიონული და მულტილატერალური ორგანიზაციების, ბიზნეს-გაერთიანებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ღონისძიება ასევე ღიაა მედიისთვის.

ღონისძიება მნიშვნელოვან პერიოდს ემთხვევა – ევროპის 20-მდე სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესშია. დუბლინის შეხვედრა ბრწყივნალე შესაძლებლობაა მინისტრებისთვის, სხვა თანამდებობის პირებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები იმისთვის, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა გახდეს უფრო ამბიციური, რელევანტური და ქმედებაზე ორიენტირებული.

მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველყონ მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯები. შეხვედრის დღეებში ლანჩი უზრუნველყოფილი იქნება.

ღონისძიებას უმასპინძლებს საზოგადოებრივ-სახელმწიფო ხარჯებისა და რეფორმების დეპარტამენტი (Department of Public Expenditure and Reform). შეხვედრა ორდღიანია და შედგება პლენარული სხდომისგან და მცირე სამუშაო ჯგუფებში მუშაობისგან. დღის წესრიგი მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი.

გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე. თუკი დასწრების მუსრველთა რაოდენობა დაშვებულს გადააჭარბებს, მოხდება გამჭვირვალე შერჩევის პროცესი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ დელეგატს შესაძლოა დასჭირდეს ვიზა. სავიზო აპლიკაცია დუბლინში გამომგზავრებამდე 6-8 კვირით ადრე უნდა ჩაბარდეს.

მთავრობის წამომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ ცალკე, შემდეგ ელ-ფოსტაზე:ogpdublin2014@per.gov.ie.სხვა დანარჩენი მსურველი კი ამ ბმულზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024