მრგვალი მაგიდა: სატელევიზიო რეიტინგები და ციფრული მაუწყებლობის გამოწვევები

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 17 აპრილი 2014

2014 წლის 16 აპრილს“კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის”ორგანიზებით  მრგვალ მაგიდა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების გაციფრულების გამოწვევები და  საქართველოს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვასთან დაკავშირებული პრობლემები.

round table, IDFI, mediaშეხვედრაში მონაწილეობდნენ რეგიონული და ეროვნული ტელევიზიების წარმომადგენლები,  კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რეიტინგების შეფასების პროცესში ჩართული ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მონაწილეებმა საკითხთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს და და  მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

IDFI-ის ექსპერტმა, უჩა სეთურმა კვლევის - საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის რეიტინგები - გამოწვევა საქართველოს მედია სექტორისათვის  ანგარიში წარმოადგინა და  ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

round table, media, IDFI

საქართველოში სატელევიზიო რეიტინგების გაზომვას მხოლოდ ერთი კომპანია ახორციელებს. შპს "TVMR საქართველოს" მონაცემებით გაზომვას ექვემდებარება მხოლოდ ის ქალაქები, რომელთა მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 45 000-ს. ეს ქალაქებია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, გორი, შესაბამისად, არ ხდება ბაზრის და ტერიტორიის სრული დაფარვა. საქართველოს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის პროცესში ჩართულია მხოლოდ რამდენიმე ტელევიზია: რუსთავი 2, მაესტრო, იმედი, GDS, კომედი არხი, Music Box, ტაბულა, TV11, TV3. პროცესის მიღმაა ქალაქებში მოქმედი ის ტელევიზიები, რომელთა კონტენტი არ ვრცელდება გაზომვას დაქვემდებარებულ ქალაქებში. მედია საშუალებების ამგვარი იზოლირება ამ პროცესიდან, აისახება მათივე შემოსავლებზე და მცირე გამონაკლისების გარდა, განვითარებაც,  შესაბამისად, შეფერხებულია.ერთიანი და მაქსიმალურად ზუსტი სურათის მისაღებად, პანელმა სასურველია, მოიცვას ქვეყნის დასახლებული ტერიტორიის მაქსიმალურად დიდი ნაწილი.

რეგიონული  მაუწყებლების წარმომადგენლებმა ხაზგასმით  აღნიშნეს, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან, მიიღონ სარეიტინგო კვლევებში მონაწილეობა. შპს„რეგიონმედიამარკეტის“დირექტორის, ლევან ალექსიშვილის განცხადებით ბაზარზე არსებობს დაინტერესება და რეგიონულ მედიასაშუალებებს აქვთ შესაძლებლობა გაზარდონ შემოსავლები რეკლამის მეშვეობით, თუმცა რეიტინგების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, გარკვეული კომპანიები არ ან ვერ სარგებლობენ მათი სარეკლამო ეთერით.“

TVMR საქართველოს დირექტორმა ნინო გოგოლაძემ აღნიშნა, რომ თუ იარსებებს მოთხოვნა, მიწოდებაც გაიზრდება და სამომავლოდ  არ გამორიცხავს კვლევის პანელის გაზრდას.მან ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია კვლევის მეთოდების დახვეწაზე მუშაობს.

რეგულირებას საჭიროებს ტარიფების საკითხიც. მცირე და რეგიონული მედია საშუალებებისთვის  ეს  სერვისი რაციონალურ ფასად  უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.  

პრობლემის გადაჭრელად მნშვნელოვანია მოდელის შემუშავება, რომელიც გააერთიანებს დაინტერესებულ პირებს არაკომერციულ იურიდიულ პირში, რომელიც არ იქნება მოგებაზე ორიენტირებული და მხოლოდ მიმდინარე ხარჯების მოიცავს. ამ პროცესში ყველა დაინტერესებული პირის მაქსიმალური ჩართულობა შეამცირებს თითოეული კომპანიის ხარჯებს.

განსაკუთრებით ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლის საკითხებისა  და ახალ პლატფორმაზე გადასვლის გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელია,  განხორციელდეს  მედიის სხვადასხვა პლატფორმების აუდიტორიის  - რადიოს მსმენელების, ინტერნეტ-მედიის, ინტერნეტ გვერდების ვიზიტორებისა და ონლაინ სატელევიზიო სტრიმინგის ტრაფიკის შეფასება და ანალიზი.

მრგვალი მაგიდის მეორე ნაწილი დაეთმო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში რეგიონული და ადგილობრივი მაუწყებლების წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების განხილვას. პრეზენტაცია  რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორმა, ნათია კუპრაშვილმა წარმოადგინა.

ღონისძიება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით,  პროექტის „კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის გაძლიერების ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024