კამპანიის - ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ მონაწილე ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დიალოგისთვის მზად არიან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 10 მარტი 2014

 

კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ჩართული ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ 6 მარტს გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული მიყურადებებისა და თვალთვალის პრობლემურ საკითხებზე უწყება სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზად არის. ამავე დროს, მინისტრმა აღნიშნა, რომ მისაღები იქნება, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შეჯერება მოხდება.

გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველო არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფო. აღნიშნული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება. შესაბამისად, ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოქალაქეების ინტერესების შეჯერებით კი არ უნდა იქმნებოდეს, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის მე-8 მუხლის შექმნილი პრეცედენტული სამართლის შესაბამისად. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც ,,ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ კამპანიის მონაწილეები უჭერენ მხარს, სწორედ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს პასუხობს. ამ სტანდარტების საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანა არა მხოლოდ გააძლიერებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის ხარისხს, არამედ საქართველოს თავიდან ააცილებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წაგებას და შესაბამისად, ფინანსურ სანქციებს.

დაუშვებელია ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფაზე აპელირებით სამართალდამცავი ორგანოების ძალაუფლების იმგვარად გაზრდა, რაც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

ასევე აღსანიშნავია, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო გადაადგილებას. ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება რეფორმები გაატაროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს რეგულირება პირად მონაცემთა დაცვის კუთხით და მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

კამპანიაში „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ ჩართული ორგანიზაციები, მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადების გათვალისწინებით, მზად ვართ შევხვდეთ უწყების ხელმძღვანელ პირებს, რათა მოხდეს მხარეთა მოსაზრებებისა და პოზიციების გაცვლა ფარულ მიყურადებებზე შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ.

განცხადებას რამოდენიმე ათეული ორგანიზაცია უერთდება. შსს-ს წარმომადგენლებთან  შეხვედრის ინიციატორები შემდეგი ორგანიზაციები არიან:

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცოაცია“,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი  „ღია საზოგადოება - საქართველო“,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი,  „ლიბერალური აკადემია თბილისი“, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,  კოალიცია სამოქალაქო განვითარებისთვის.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024