კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება

სიახლეები | განცხადებები 20 თებერვალი 2014


18 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი, რომელსაც პირველი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა უყარა კენჭი 19 თებერვალს და დაამტკიცა 75 ხმით 0-ის წინააღმდეგ. ჩვენი მოსაზრებებით წარმოდგენილი ცვლილებები მოითხოვს დაზუსტებას, რადგან არ ასახავს ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის მოსაწესრიგებლადაც არის მიმართული აღნიშნული ცვლილებები.

ვფიქრობთ, რომ ასეთი დაჩქარებული წესით, საზოგადოებრივი განხილვის გარეშე კანონში ცვლილებების პროექტის დამტკიცება არ მოდის შესაბამისობაში გამჭვირვალობის და მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპთან.

გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილ კანონში ცვლილებების პროექტის მე-2  მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გავრცელებისათვის შპს "ტელერადიო ცენტრს" გადაეცემა უსასყიდლოდ სიხშირული რესურსი საკუთარი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მშენებლობისათვის, ასევე გადაეცემა შიდა ტექნოლოგიური დანიშნულების სიხშირეები. შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრის" 100%-იანი წილის მესაკუთრე არის სახელმწიფო და მის მიერვე კონტროლდება. კანონპროექტით შემოთავაზებული აღნიშნული ტექნიკური გადაწყვეტა არ მოდის შესაბამისობაში  საქართველოს კანონის "მაუწყებლობის შესახებ" განსაზღვრულ პრინციპებთან, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი  უნდა იყოს  პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან.

წარმოდგენილი მოდელის შესაბამისად, ქსელის მფლობელი იქნება შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრი", ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის მულტიპლექს პლატფორმის მართვას განახორციელებს არა თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრი", რომელიც კონტროლდება ქვეყნის მთავრობის, როგორც წილის მფლობელის მიერ და შესაბამისად, ჩნდება საზოგადოებრივი მედიის შეზღუდვის რისკი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეა გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს და ეს პირველ რიგში შეეხება კონტენტის გავრცელების მოდელის მაქსიმალურ დისტანცირებას სახელმწიფოსაგან. ამგვარად, ვფიქრობთ, რომ სიხშირის გადაცემა უნდა მოხდეს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, რომ უშუალოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს მულტიპლექს პლატფორმის მმართველი, რომელიც დაეფუძნება შპს "საქართველოს ტელერადიო ცენტრის" პასიურ ქსელს.

ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების გავრცელების წარმოდგენილი მოდელი არ მოდის შესაბამისობაში ევროპის კავშირის ფუქნციონირების შესახებ შეთანხმების ბოლო რედაქციის 107-109-ე მუხლებთან.  ევროპის კავშირის ფუნქციონირების  შეთანხმება-ს 107-ე მუხლი ადგენს ე.წ. ტესტს სახელმწიფო დახმარებისათვის.  ევროპის კავშირის ფუნქციონირების შეთანხმების 107(1) მუხლი ადგენს ძირითად პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო დახმარება არ არის თავსებადი ქვეყნის შიდა ბაზრის პრინციპებთან (ე.წ. არათავსებადი დახმარება).

აგრეთვე, კოალიციას მიაჩნია, რომ მედიის გამჭვირვალობისთვის საფრთხის შემცველია კანონში ის ცვლილებაც, რომ დღეს მოქმედი სამაუწყებლო ლიცენზირების წესისგან განსხვავებით, სატელევიზიო ქსელის მფლობელი შეიძლება ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია იყოს.


კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

 

  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • რეგიონულ ტელევიზიათა ქსელი
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  • არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
  • ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024