საქართველოში გარდაცვლილთა სტატისტიკა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | ანალიზი 26 იანვარი 2022

2022 წლის 18 იანვარს IDFI-მ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) მიმართა 2021 წელს გარდაცვლილთა სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით - სქესის, ასაკის და გარდაცვალების მიზეზების მიხედვით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით 2021 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და ის გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებითაც, 2021 წელს გარდაცვლილთა ოფიციალურად დაზუსტებული მონაცემები ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, NCDC-მ IDFI-ს მოაწოდა მათ მიერ დამუშავებული 2021 წლის გარდაცვალების წინასწარი მონაცემები.

 

NCDC-ის მიერ მოწოდებული წინასწარი მონაცემებით 2021 წელს საქართველოში 59,638 პირი გარდაიცვალა, რაც 2020 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 9,101-ით (+18%) აღემატება.

 

1994-2020 წლებში ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელი 46 ათასიდან - 51 ათასამდე მერყეობდა, შესაბამისად ბოლო 28 წლის განმავლობაში 2021 წელს გარდაიცვალა ყველაზე მეტი ადამიანი - 59,638.

 

გარდაცვალების მაჩვენებლის ასეთი რადიკალური ზრდა დაკავშირებული უნდა იყოს კორონავირუსის პანდემიასთან (ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსით 2021 წელს გარდაიცვალა 11,298 ადამიანი).

 

2021 წლის  დაზუსტებული სტატისტიკა, გარდაცვალების მიზეზების მიხედვით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდება 2022 წლის ივნისის თვეში.

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024