საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგი
2011 წლის 25აგვისტოს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფმა განახორციელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის (www.mes.gov.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობისა და ელექტრონული მმართველობის (ინფორმაციის ელ-ხელმისაწვდომობის და ტექნიკური გამართულობის) ხარისხის მონიტორინგი.
IDFI-ს შეფასებითი პარამეტრების მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის
ინფორმაციული გამჭვირვალობის ხარისხმა შეადგინა: 15.58%
ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 41.98%
ვებ-გვერდის ჯამური რეიტინგი: 28.78%
კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდის მონიტორინგი 2011
კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე - info@idfi.ge