ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ოფიციალური ვებ-გვერდის მონიტორინგი

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 1 ივლისი 2011

2011 წლის 29 ივნისს პროექტ - "საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო (ინტერნეტ) რესურსების მონიტორინგის" ფარგლებში IDFI-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ დაგეგმილი იყო  საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ოფიციალური ვებ-გვერდის (www.rustavelitheatre.ge) ინფორმაციული გამჭვირვალობის მონიტორინგის განხორციელება. აღმოჩნდა, რომ ხსენებული ვებ-გვერდის ინფორმაციული შიგთავსი არ ექვემდებარება ინფორმაციული გამჭირვალობის ხარისხის შეფასებას, რადგანაც ის წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ საპრეზენტაციო ტიპის ვებ-გვერდს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ IDFI-იმ პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“ ფარგლებში აღნიშნული საჯარო დაწესებულებიდან საკმაოდ დიდი მოცულობის საჯარო ინფორმაცია მიიღო რაც ერთის მხრივ ხაზს უსვამს რუსთაველის თეატრის, როგორც საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოში არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის არსებობას, ასევე ამ ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსების მნიშვნელობასაც.

ამავე დროს, IDFI- შეფასებითი პარამეტრების მიხედვით ქ. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ოფიციალურივებ-გვერდის

ტექნიკური გამართულობისა და ელ. ხელმისაწვდომობის ხარისხმა შეადგინა: 26.80%

კვლევის სტატისტიკური მონაცემები, გამოვლენილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში:

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ვებ-გვერდის მონიტორინგი 2011

კვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადებით ან შეკითხვით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე- info@idfi.ge

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024