„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა“ და საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები | მემორანდუმები 13 ოქტომბერი 2011

27 ივლისს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტსა“ და საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება სხვადასხვა სამეცნიერო, კვლვევითი, აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნება.
გაიმართება კონსულტაციები სამეცნიერო კვლევების საკითხებზე, საარქივო სფეროს განვითრებაზე, მოხდება ინფორმაციის გაცვლა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.


ორი ორგანიზაციის უკვე რამდენიმე წლიანი პარტნიორობა ხელს შეუწყობს  საერთაშორისო და რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, საბჭოთა კავშირის ისტორიის და ტოტალიტარული რეჟიმების შესახებ საარქივო, სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.


პირველი ერთობლივი კვლევითი პროექტი, რომელშიც ჩართულია საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, ეს არის „სტალინის სიები საქართველოზე“. პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს და  საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭრით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1937-1938 წლების რეპრესიების დროს უშუალოდ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების ხელმოწერით გასამართლებული 3600 ადამინის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და წიგნის სახით გამოცემა. წიგნში იქნება ასევე კვლევა 1937-1938 წლების დიდი ტერორის შესახებ.

/public/upload/IDFI/memoriali.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024