შეხვედრა ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლებთან

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 ნოემბერი 2011

7 ნოემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის წარმომადგენლები (ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი) დაბა ხარაგაულში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზიაციების (ორგანიზაცია „ცენტრი“) და მედია საშუალებების (გაზეთი „ჩემი ხარაგაული“) მიწვევით სპეციალურად ამ შეხვედრისთვის შეკრებილ საზოგადოებას ესაუბრნენ საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ინსტიტუტის პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცამთა ბაზის -www.opendata.ge“-ს შესახებ.

IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარემ და პროექტ „საჯარო ინფორმაციის მონაცამთა ბაზის -www.opendata.ge“ -ს დირექტორმა ლევან ავალიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის ფარგლებში დაბა ხარაგაულის გამგეობიდან ინსტიტუტის მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილზე მიღებული პასუხის დეტალები.

  დისკუსიაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ დაბა ხარაგაულის   საკრებულოს წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის, მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის  და სხვა დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები.

  შეხვედრის დროს ძირითადი ყურადღება დაეთმო დაბა ხარაგაულში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას, ინფორმაციის მოთხოვნისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხებზე მსჯელობას.

არასამთავრობო ორგანიზაციისა და  საკრებულოს წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს იმ კონკრეტულ საკითხებზე, და საზოგადოებას გააცნეს ის შემთხვევები, რომლებიც მათი სამუშაო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასახავდა საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. აღინიშნა, რომ დაბა ხარაგაულის გამგეობიდან განსაკუთრებით გართულებულია საჯარო ინფორმაციის მიღება ადმინისტრაციული ხარჯების თაობაზე.

IDFI-ის წარმომადგენლებმა დაბა ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლებს აღუთქვეს დახმარება საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით, დაისახა საერთო სტრატეგია და კონკრეტული ნაბიჯები და ღონისძიებები ამ მიმართულებით და ასევე, ერთობლივი საქმიანობა.

IDFI უახლოეს მომავალში გეგმავს დაბა ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლებთან კიდევ რამდენიმე შეხვედრას.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აპირებს მსგავს შეხვედრებს მისცეს პერმანეტული ხასიათი და ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე მსჯელობა-დისკუსია, ისევე როგორც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესწავლა-ანალიზი ადგილზე, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების სახით საქართველოს სხვა რეგიონებშიც განახორციელოს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024