IDFI-ს საინფორმაციო შეხვედრა EBRD-ის წარმომადგენელთან

სიახლეები 3 სექტემბერი 2014

სამშაბათს, 2 სექტემბერს,  შედგა შეხვედრა IDFI-სა და ფინური კომპანია Timi TVConsulting-ის დამფუძნებელს, EBRD-ის წარმომადგენელ ტაუნო აიალას შორის. შეხვედრის მიზანი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და ფინური გამოცდილების გაზიარება იყო. 

 

შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოსამზადებელ პერიოდში ჩატარებული ტექნიკური თუ სამართლებრივი სამუშაოები, ეროვნული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების დანერგვის ტექნოლოგიური სტანდარტები, რეგიონულ მაუწყებლებთან, მთიან რეგიონებთან და სეთ-თოფ-ბოქსების დისტრიბუციასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სწორი ინფორმაციული კამპანიის დაგეგმვისა და წარმოების, მომხმარებელთა ინფორმირების მიზნით ქოლ-ცენტრებისა და სხვა შესაბამისი მომსახურებების დანერგვის შესაძლებლობებზე. განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გახლდათ საქართველოს მთავრობის წინაშე არსებული გამოწვევა - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სეთ-თოფ-ბოქსებით უზრუნველყოფის პროცესის სტრუქტურიზება. 

 

IDFI-სა და EBRD-ის წარმომადგენლები აქტიურ თანამშრომლობასა და სამომავლო საკონსულტაციო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სათამაშო ბიზნესი და ახალი წამახალისებელი რეგულაციები

03.11.2026

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026
განცხადებები

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით

21.10.2026

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026
ბლოგპოსტები

მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები 2026: დემოკრატიული მმართველობის სისტემური უკუსვლა საქართველოში

29.10.2026

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024