მართლმსაჯულების ტენდენციები და სასამართლო სტატისტიკა - დისკუსია და ვებგვერდის პრეზენტაცია

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 28 სექტემბერი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, მართლმსაჯულების ტენდენციებსა და სასამართლო სტატისტიკაზე დისკუსია გამართა.

 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა - ლევან ავალიშვილმა.

 

„გამჭვირვალობა და ღიაობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ. სტატისტიკის ხელმისაწვდომობა აუცილებელია სასამართლოების მუშაობის შესაფასებლად, ასევე არსებული ტენდენციებისა და ხარვეზების გამოსავლენად.“ - აღნიშნა IDFI-ის პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა.

 

დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლები იყვნენ: ქეთევან კუკავა - IDFI-ის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი; გურამ იმნაძე - სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი; ნაზი ჯანეზაშვილი - „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი და მაია ბაქრაძე - ყოფილი მოსამართლე, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი. მათ იმსჯელეს სასამართლო სტატისტიკის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე, არსებული ტენდენციებსა და გამოწვევებზე.

 

დისკუსიის ბოლოს IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, გოგა თუშურაშვილმა  მონაწილეებს სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდული www.idfi.ge/ge/courtstat  გააცნო. ელექტრონული მოდული  IDFI-ის მიერაა შექმნილი და წარმოადგენს მონაცემთა ვიზუალიზაციის საშუალებას, რომელიც დაინტერესებულ პირებს აძლევს სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს. აღნიშნულ სტატისტიკის მოდულში  ასახულია საქართველოს საერთო სასამართლოების სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ამუშავებს საქართველოს უზენაესი სასამართლო. 

 

„დაინტერესებულ პირებს  პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ 2010-2020 წლებში  სასამართლო პრაქტიკის ტენდენციებს. მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილი განაჩენების, აღკვეთი ღონისძიებების შეფარდების, ადმინისტრაციული დავებზე დამდგარი შედეგების, ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით განხილული შუამდგომლობების, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით საქმეების სტატისტიკას და სხვ.“ - აღნიშნა IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, გოგა თუშურაშვილმა.

 

ღონისძიების ჩანაწერი იხილეთ აქ.

ღონისძიების ფოტო გარელეა იხილეთ აქ.

 

 

 

ღონისძიება გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024