IDFI-ის დისკუსიები რეგიონებში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 16 ნოემბერი 2014

IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) დისკუსიები "აკონტროლე შენი მთავრობა" პროექტის "ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება" ფარგლებში გაიმართა. დისკუსიები მიზნად ისახავს რეგიონის ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ ბლოგერებისთვის ინფორმაციის გაზიარება ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოების ტექნიკებისა და ადვოკატირების პროექტების მართვის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ინფორმაციას საზოგადოებრივი აქტორების მიერ მთავრობაზე გავლენის მექანიზმების, სამოქალაქო აქტივიზმის ძირითადი პრინციპების, მთავრობასა და მოქალაქეს შორის ეფექტური კომუნიკაციის ხერხების თაობაზე. 

 

შეხვედრის პირველ ნაწილში მონაწილეებმა ჩამოთვალეს მოქმედი აქტორები საზოგაოდებაში. მათ ისაუბრეს თითოეულის გავლენის შესახებ ადგილობრივ თემში და შეაფასეს თითოეული ჩართულობა სოციალურ პროექტებსა და საზოგაოდებრივ ცხოვრებაში. დისკუსიის მეორე ნაწილი დაეთმო ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმებს, რომლის დროსაც პროექტის გუნდის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას მთავრობის კონტროლის IDFI-ისმიერ გამოცდილებაზე ესაუბრა.

ყოველი შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს პრაქტიკულ სავარჯიშოზე მუშაობისას საშუალება ჰქონდათ  თავად დაეგეგმათ შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენელთან საზოგადოებაში არსებული პრობლემის თაობაზე. 

 

პროექტის განმავლობაში ჩატარებულმა დისკუსიებმა აჩვენა, რომ რეგიონები ნაკლებად ფლობენ შესაბამის ცოდნას და ინფორმაციას საჯარო უწყებებთან კომუნიკაციისთვისა და უკუკავშირის დამყარებისთვის. ამასთანავე, მოტივირებულ და აქტიურ მოქალაქეებს არ აქვთ მთავრობის საქმიანობის მონიტორინგისთვის საჭირო უნარები. 

 

დისკუსიები 10 ქალაქის (ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, მარნეული, საგარეჯო, ქუთაისი, რუსთავი) დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში გაიმართა. შეხვედრებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის 100-მდე წარმომადგენელი და სტუდენტი დაესწრო. 

პროექტი „ახალგაზრდებში მთავრობის გასაკონტროლებლად საჭირო ელ-უნარების განვითარება“ ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024