IDFI-ის განცხადება გიორგი დავითურის უკანონო დაკავების შესახებ

განცხადებები 2 დეკემბერი 2024

2 დეკემბერს, გამთენიისას, სპეცრაზმის მიერ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შეკრების დარბევისას საპოლიციო ძალებმა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები და დააკავეს ათობით პირი.  დაკავებულთა შორის არის, IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, ადვოკატი, გიორგი დავითური. 

 

გიორგი დავითური, დაახლოებით 11:00 საათისკენ, თბილისში, დროებითი მოთავსების ერთ-ერთ იზოლატორში გადაიყვანეს. 12 საათისთვის ადვოკატს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა. გიორგი დავითურს სახის არეში აღენიშნება დაზიანებები, ასევე ორივე მაჯაზე  ხელბორკილების ნაჭდევები. დაკავებისას მას ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

 

დაკავების უსაფუძვლობის მიუხედავად, მას არ გაუწევია საპოლიციო ძალებისთვის  წინააღმდეგობა არცერთ ეტაპზე, ის მშვიდობიანი ფორმით მონაწილეობდა შეკრებაში. 

 

ხაზგასასმელია, რომ გიორგი დავითურისთვის არ განუმარტავთ მისი დაკავების საფუძველი. აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ადვოკატთან შეხვედრის დროსაც არ იყო ცნობილი.

 

გიორგი დავითურის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მან უარი განაცხადა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ხელმოწერაზე. 

 

ბოლო დღეებში, საპოლიციო ძალების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული სისტემური ძალადობა, მედიის მიმართ სასტიკი მოპყრობა და მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა, შეკრების უკანონოდ დარბევისას დემონსტრანტების ალყაში მოქცევა კიდევ ერთხელ ავლენს რეპრესიაზე დაფუძნებული რეჟიმის ძალადობრივ სახეს.

 

საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული მომავლის დაცვისთვის დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024